უბრალო შამპუნი, რომელიც დაგეხმარებათ თმა გიჟური სისწრაფით გაიზარდოთ!

უბრალო შამპუნი, რომელიც დაგეხმარებათ თმა გიჟური სისწრაფით გაიზარდოთ!
თმები უმნიშვნელოვანესი ასპექტია ქალის გარეგნულ იერში. თუმცა ხშირ ქიმიურ დამუშავებას და არასწორ მოვლას რომელიც ასევე ქიმიას უკავშირდება თმები შესაძლოა დაგისუსტდეთ, გახდეს მტვრევადი და უსიცოცხლო.

გარდა ამისა სტრესი და არასწორი კვება ან ორგანიზმში მიმდინარე სხვა ცვლილებები შესაძლოა თმის ცვენის მიზეზი გახდეს. ამიტომ დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია გაგაცნობთ ხალხურ და ამავდროულად ძალიან ეფექტური შამპუნის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ზემოთ ნახსენები პრობლემების მიერ გამოწვეული შედეგები და აღადგინოს თქვენი თმების ჯანმრთელობა. ამ რეცეპტის რამოდენიმე თვით რეგულარული გამოყენების შემდეგ თქვენი თმები ბუნებრივ ბზინვარებას დაიბრუნებს.
კომპპონენტი:
  • წყალხსნარი 1 ფლაკონი
  • აბუსალათინის ზეთი - 50მლ
  • ჭინჭრის წვეთები - 30მლ
  • B ვიტამინი - 2 ამპულა
  • პანთენოლი -100 მლ


მომზადების და გამოყენების წესი:
შეიძინეთ ჭინჭრის შამპუნი და დაუმატეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი. ყველაფერს გულდასმით გადაურიეთ.
ეს გასაოცარი შამპუნი ნამდვილი ვიტამინური ბომბაა, რომელიც არაჩვეულებრივ ეფექტს მოგცემთ. გამოყენების წინ არ დაგავიწყდეთ თქვენი შეზავებული შამპუნი კარგად შეანჯღრიოთ. დაისხათ მცირეოდენი შამპუნი ხელისგულზე და შეიზილოთ ის თმებში. დაიმასაჟეთ თავის კანი რამოდენიმე წუთის განმავლობაში, სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად.
შემდეგ ადროვეთ შამპუნს ცოტახანს იმოქმედოს თქვენს თმებზე და კანზე, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ნიღაბიც ან კონდიციონერი.
გარდა ამისა, მშრალი თმის შემთხვევაში თქვენ ჭინჭრის წვეთების მხოლოდ ნახევარი უნდა გამოიყენოთ (15მლ). რადგან ამ საშუალებას შეუძლია თქვენი თმები კიდევ უფრო გამოაშროს.