როგორ ვუმკურნალოთ გინგივიტს ნატურალური საშუალებებით?!
თუკი კბილების გაწმენდის დროს თქვენ სისხლს ამჩნევთ, ეს პირველი ნიშანის იმის, რომ თქვენ გინგივიტი ან ღრძილების ანთება გაქვთ. ამ მდგომარეობის სხვა სიმფტომებს წარმოადგენენ ასევე ღრძილების თვალსაჩინო სიწითლე და შეშუპება. მისი წარმოქმნა როგორც წესი კბილის ნადების გამო ხდება, რომელიც თავისმხრივ კბილებზე გადაკრულ გამჭვირვალე "წებოვან ლენტას" წარმოადგენს. თუკი თქვენთვის ეს უსიამოვნო მოვლენა ცნობილია, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ fpaparazzi -ს რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიას, რომელშიც ჩვენ გინგივიტის მკურნალობის ნატურალურ საშუალებებზე მოგიყვებით.
რას წარმოადგენს გინგივიტი და რა არის მისი გამომწვევი ფაქტორები?
გინგივიტს უფრო მოსახერხებელია შეშუპება ან ღრძილებიდან სისხლდენა ვუწოდოთ, რომელიც კბილის ნადებით არის გამოწვეული. ეს უკანასკნელი საკვების ნარჩენებისაგან და ბაქტერიებით ფორმირდება და როგორც წებოვანი ლენტი ისე ეკვრება ჩვენს კბილებს. ეს კი არასწორი ჰიგიენური ნორმების დაცვის შედეგად ან გარკვეული საკვების ან სასმელის მუდმივი გამოყენების გამო ხდება (მაგალითად ისეთების როგორიცაა ყავა.). კბილის ნადები მკვრივდება და გადაიქცევა კბილის ქვად (მოყვითალო ფერის.)
მთელი ეს პროცესი ხელს უწყობს ტოქსინების გამომუშავებას, რომელიც აღიზიანებს და აზიანებს ღრძილებს, ისინი ამდაგვარად თითქოს და აშორებენ მას კბილს - აშიშვლებენ ფესვებს. ამ ქვებში რათქმაუნდა ხვდება ინფექცია, რაც შედეგად ანთებით პროცესებს იწვევს. საბოლოოდ კი კბილები შესაძლოა მოირყეს ან საერთოდ ჩამოგცვივდეთ.
ღრძილების ანთების გამომწვევი მიზეზები
საუკეთესო ხალხური საშუალებები ღრძილების ანთების (გინგივიტის) სამკურნალოდ
რას წარმოადგენს გინგივიტი და რა არის მისი გამომწვევი ფაქტორები?
გინგივიტს უფრო მოსახერხებელია შეშუპება ან ღრძილებიდან სისხლდენა ვუწოდოთ, რომელიც კბილის ნადებით არის გამოწვეული. ეს უკანასკნელი საკვების ნარჩენებისაგან და ბაქტერიებით ფორმირდება და როგორც წებოვანი ლენტი ისე ეკვრება ჩვენს კბილებს. ეს კი არასწორი ჰიგიენური ნორმების დაცვის შედეგად ან გარკვეული საკვების ან სასმელის მუდმივი გამოყენების გამო ხდება (მაგალითად ისეთების როგორიცაა ყავა.). კბილის ნადები მკვრივდება და გადაიქცევა კბილის ქვად (მოყვითალო ფერის.)
მთელი ეს პროცესი ხელს უწყობს ტოქსინების გამომუშავებას, რომელიც აღიზიანებს და აზიანებს ღრძილებს, ისინი ამდაგვარად თითქოს და აშორებენ მას კბილს - აშიშვლებენ ფესვებს. ამ ქვებში რათქმაუნდა ხვდება ინფექცია, რაც შედეგად ანთებით პროცესებს იწვევს. საბოლოოდ კი კბილები შესაძლოა მოირყეს ან საერთოდ ჩამოგცვივდეთ.
ღრძილების ანთების გამომწვევი მიზეზები
- კბილების არასწორი წმენდა, იგულისხმება კბილების გაწმენდაზე დახარჯული არასაკმარისი დრო, მისი არარეგულარულობა, კბილის პასტის გამოყენების გარეშე წმენდა და ა.შ.
- ემოციური გადატვირთვა, სტრესი.
- ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები, მაგალითად ორსულობის პერიოდში, გარდატეხის ასაკში ან უბრალოდ მენსტრუაციის დროს.
- საკვები ნივთიერებების უკმარისობა.
- ისეთი დაავადებების არსებობა როგორებიცაა ოსტეოპოროზი და დიაბეტი.
- გარკვეული პრეპარატების მიღება, მაგალითად წნევის დამწევი, სხვადასხვა ანტიბიოტიკები, იმუნოსუპრესიული საშუალებები და ეპილეფსიის წამლები.
საუკეთესო ხალხური საშუალებები ღრძილების ანთების (გინგივიტის) სამკურნალოდ
- შეურიეთ თანაბარი რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი და სოდა, გაიწმინდეთ კბილები ამ ნაზავით - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კბილების ქვედა ნაწილის წმენდას და ღრძილებს. სოდა დაგეხმარებათ კბილის ნადების მოშორებაში, ასევე კბილების დეზოდორირებაში და გაპრიალებაში, გარდა ამისა სოდას მათეთრებელი ეფექტიც აქვს.
- ყოველ საღამოს გამოივლეთ შემდეგი ნაზავის სავლები: 120მლ თბილი წყალი და ნაევარი ჩაის კოვზი მარილი.
დღეში რამოდენიმეჯერ შეიზილეთ ღრძილებში ალოეს წვენი ან რძეში მოხარშული ლეღვი. - მიირთვით დესერტზე ყველი ისე როგორც ფრანდები ჭამენ! შესანიშნავი იქნება ერთი-ორი ნაჭერი ყველი ჩედარი ან მყარი შვეიცარული ყველი, საკვების ძირითადი პორციის მიღების შემდეგ (სადილი ან ვახშამი). ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი.
- მომაზადეთ ნაყენი ერთი სუფრის კოვზი ხმელი პიტნით, ასეთივე რაოდენობის ვარსკვლავა ანისით და როზმარინით 3/4 ჭიქა წყალთან ერთად. წამოადუღეთ და ხარშეთ ეს ინგრედიენტები 10 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გაფილტრეთ. ადროვეთ გაცივება და დაიწყეთ გამოვლება (სასურველია ეს პროცედურა ყოველდღიურად ჩაიტაროთ)
- დილაობით გამოივლეთ პირში ძმრიანი წყალი (ერთი ჩაის კოვზი ძმარი, ერთ ჭიქა წყალთან). ეს ნაზავი შესანიშნავად ჩაანაცვლებს სააფთიაქო სავლებს. გარდა ამისა მისი გადაყლაპვაც შეგიძლაით.
- კიდევ ერთი რეცეპტი პირის სავლებისათვის: სამი წვეთი ლავანდის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა წყალი (ცივი ან ცხელი), თქვენი შეხედულებისამებრ.
- შეგიძლიათ გამოივლოთ შემდეგი ორი ინგრედიენტის ნაყენიც: მური (სურნელოვანი ფისი) და ცხელი წყალი.
- დაასხით სალბის რამოდენიმე ფოთოლს ადუღებული წყალი. დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და დააყენეთ ნაყენი. მიღებული სითხე ასევე შესანიშნავი სავლებია. მას ახასიათებს ანტისეპტიკური და ფუნგიციდური თვისებები, გვეხმარება კბილისა და პირის ღრუს სისუფთავის შენარჩუნებაში და ამცირებას ანთებით პროცესებს.
- მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალი ორი სუფრის კოვზი ბექონდარა. დააფარეთ ჭურჭელს თავსახური და დააყენეთ რამოდენიმე წუთით. ამის შემდეგ შეგიძლიათ ის პირში გამოივლოთ,ის მოგაშორებთ მავნე ბაქტერიებს და ჩააცხრობს ანთებით პროცესებს.
- ერთ ჭიქა წყალში მოხარშეთ ორი სუფრის კოვზი ნემსიწვერა. დააყენეთ 15 წუთიი, გაფილტრეთ და გამოივლეთ პირში დღეში 1-2 ჯერ.
- მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში ორი სუფრის კოვზი გამომშრალი ჟოლო. დააყენეთ 5 წუთით და გამოივლეთ დღეში რამოდენიმეჯერ.
- მოათავსეთ ბლენდერში ნახევარი ჭიქა მაყვალი, დაასხით ნახევარი ჭიქა რძე, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ვანილი და ერთი დაჭრილი ბანანი, დააბლენდერეთ ეს ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მაშნთვე დალიეთ. მაყვალი ფლობს ანტიბაქტერიულ თვისებებს და ეფექტურად გამოიყენება ღძილების ანთებისას.
- შეურიეთ 50გ ფუტრკის თაფლი 7 წვეთ ლიმონის წვენს და ამავე რაოდენობის პიტნის ეთერზეთს. გამოივლეთ ეს ნაზავი პირში ყოველდღიურად.
- მოხარშეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში ნახევარი ჩაის კოვზი არნიკა და ამავე რაოდენობის გამომშრალი შვიტა და ერთი ჩაის კოვზი ბალბა. დააყენეთ 10 წუთით. გაფილტრეთ და დაუმატეთ 5 წვეთი სალბის ეთერზეთი. გადაიტანეთ მინის ჭურჭელში. გამიყენეთ პირის სავლების სახით ღრძილებიდან სისხლდენის შემთხვევაში (გამოყენების წინ საჭიროა ნაყენის შენჯღრევა). მისი შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2 კვირის განმავლობაში.
- შეურიეთ 50 გრამი ფუტრკის თაფლი 50 გრამ ალოე ვერას რბილობს და 8 წვეთ წყალბადის ზეჯანგს. გამოივლეთ ეს სავლები დღეში 2 ჯერ.
- მოამზადეთ ტეგანის ნაყენი: ერთ ლიტრ წყალზე ერთი მუჭი ტეგანის ფოთლები. ის ასევე გამოგადგებათ სავლებად (სასურველია გამოიყენოთ დღეში 3 ჯერ)
- გემრიელი და სასარგებლო კქტეილი: თქვენ დაგჭირდებათ ერთი პომიდორი, ისპანახის 4 ფოთოლი, ერთი ღერო ოხრახუში, ორი კბილი ნიორი და 1 ბროკოლი. ყველაფერი კარგად გარეცხეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ჭიქა წყალი შემდეგ კი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიირთვით. დღის განმავლობაში სასურველია მიირთვათ ეს ნაყენი ერთი ჭიქის ოდენობით მაინც.
- დააბლენდერეთ მარწყვის რამოდენიმე ნაყოფი ერთ მუჭა პიტნასთან ერთად. თუკი ნაზავი ზედმეტად სქელი გამოვა, შეგიძლიათ დაუმატოთ წყალიც. ეს კოქტეილი სასურველია მიირთვათ კვების შემდეგ.