რძე ნივრით: საშუალება, რომელიც კურნავს ასთმას, პნევმონიას, ართრიტს, უძილობას, ხველებას და ა.შ.

რძე ნივრით: საშუალება, რომელიც კურნავს ასთმას, პნევმონიას, ართრიტს, უძილობას, ხველებას და ა.შ.
თბილი რძე და ნიორი? დიახ, ცოტათი უცნაურად ჟღერს, თუმცა ეს ყველაზე ძლიერი კომბინაციაა სხვადასხვა სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. უამრავი ადამიანი ამ წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტზე მისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნის გამო ამბობს უარს.

1858 წელს ლუი პასტერი იმდენად გაოცებული იყო ნივრის ანტიბაქტერიული აქტივობით, რომ მან ეს პროდუქტი ყველაზე ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებების სიაში შეიტანა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს განგრენის შესაჩერებლად გამოიყენებდნენ.

რეგულარულად ნივრის მიღება აუმჯობესებს თიამინის შეწოვას, ამაღლებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ავიტამინოზიზსგან. გარდა ამისა, ნივრის კანი ძლიაერი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, გვიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებსი დარღვევისგან და მსხვილი ნაწლავის ინფექციებისგან.

სასმელი, რომლის დამზადებასაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რდაქცია გასწავლით, არ ფლობს ძლიერ სუნს და ძალზედ ეფექტურია გაციებითი დაავადებების, ანგინისა და სხვადასხვა სერიოზული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

თუ თქვენ ხშირად იტანჯებით გაციებისგან და გრიპისგან, სასწრაფოდ მიმართეთ ამ სასმელს დახმარებისთვის.

ინგრედიენტები:
  • 3 ჭიქა რძე;
  • 2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი;
  • 10 კბილი ნიორი.

ინსტრუქცია:

  1. ჩაასხით სამი ჭიქა რძე საშუალო ზომის ქვაბში.
  2. ჩაამატეთ 10 კბილი დასრესილი ნიორი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  3. მიიყვანეთ დუღილამდე და გადაიტანეთ ორთქლის აბაზანაზე.
  4. განაგრძეთ დუღილი მუდმივი მორევის პირობებში სანამ ნარევი ნახევრამდე არ აორთქლდება.
  5. გაფილტრეთ ნარევი და ჩაამატეთ ქოქოსის ზეთი.
  6. მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.

ამ სასმელის სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე:

ასთმა: მიირთვით ეს სასმელი ყოველ საღამოს, დაძინების წინ 100-150 მილილიტრის ოდენობით, რათა შეიმსუბუქოთ ასთმის სიმპტომები.

პნევმონია: თუ თქვენ ამ სასმელს კვირაში მინიმუმ 3-ჯერ მიიღებთ, შეძლებთ ფილტვების ანთებითი პროცესის ჩახშობას.

გულთან დაკავშირებული პრობლემები: ეს სასმელი ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, გვიუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავიდან გვარიდებს თრომბების წარმოქმნას.

სიყვითლე: ნიორი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად, რადგან ის შეიცავს შენაერთს, რომელიც ააქტიურებს ღვიძლის ფერმენტებს. ღვიძლი საჭიროებს საკმადოდ დიდი რაოდენობით გოგირდს, რათა შეუფერხებლად წარმართოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცედურა. ნიორი გოგირდით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია. გარდა ყოველივე ამისა, ეს გასაოცარი პროდუქტი შეიცავს ალიცინს, რომელიც სტმულირებს ნაღვლის სეკრეციას და ამცირებს ცხიმის რაოდენობას ღვიძლში. 4 დღის განმავლობაში ნივრისგან დამზადებული ამ სასმელის მიღებით თქვენ შეძლებთ სიყვითლის დამარცხებას.

ართრიტი: როგორც უკვე გითხარით, ეს სასმელი ახშობს ანთებით პროცესებს და გვეხმარება ტკივილის მოხსნაში.

ხველება: ნიორი ფლობს ძლიერ ანტიბაქტერიულ თვისებებს, რის ხარჯზეც ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ძლიერი ხველების სამკურნალოდ.

საჭმლის მონელება: ნიორი ფლობს ანტისეპტიკურ თვისებებს, რისი წალობითაც ის გვიძლიერებს იმუნურ სისტემას და გვიუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას.



აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!