როგორ მოვიხსნათ თავის ტკივილი წამლების გარეშე

როგორ მოვიხსნათ თავის ტკივილი წამლების გარეშე
ყველა ჩვენთაგანი მიჩვეულია თავის ტკივლის დროს წამლის სმას. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ როდესაც წამალი ხელთ არ გვაქვს, გვაქვს უკუჩვენება ან უბრალოდ არ გვაქვს სურვილი ქიმიური საშუალებების გამოყენების? არსებობს სრულიად უსაფრთხო და მოქმედი საშუალეება, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს გააყუჩოს ან სრულიად მოგვიხსნას თავის ტკივილი. მაგალთად აქტიური წერტილების მასაჟი ან არომატული ზეთების გამოყენება.

თუ თავის ტკივილის მიზეზი - წნევაა
თუკი დაბალი წნევისას გტკივათ თავი მის გაყუჩებაში სველი ბამბის ქსოვილის თავზე შემოჭერა დაგეხამრებათ - წაიკარით ის პირდაპირ შუბლზე.
მაღალი წნევისას დაგეხამრებათ მდოგვის საფენი "გარჩიჩნიკი", რომელიც უნდა დაიკრათ კეფაზე, კისერზე, ფეხის ქვედა(წვივის უკანა მხარეს) კუნთზე. შვებას რამოდენიმე წუთში იგრძნობთ.


თავის ტკივილის სამკურნალო საშუალება სახლის პირობებში
როგორ მოვიხსნათ თავის ტკივილი წამლების გარეშე
ახალი ჭარხლის ნაჭრების დადება შუბლზე და საფეთქლებზე დამამშვიდებელ მოქმედებებს ახდენენ თავის ტვინის სისხლძარღვებზე და ხსნის თავის ტკივილს.
თავის ტკივილს ასევე აყუჩებს გამომშრალი და დაფქული ორეგანოს ყვავილების და ფოთლების ყნოსვა. შეგიძლიათ ასევე ისუნთქოთ ამიაკისა და ქაფურის ზეთის ნაზავი (თითოეული 50 მლ ოდენობით).


თავის ტკივილის პროფილაქტიკისათვის დაგეხმარებათ შემდეგი ვარჯიშები

ვარჯიში № 1. ჩაისუნთქეთ და მაღლა აღმართეთ ხელები (მტევნები მოშვებულია). ამოსუნთქვისას ნიკაბი მიიტანეთ მკერდთან, სანამ არ იგრძნობთ დაძაბულობას კისრის ზედა ნაწილში. შეასრულეთ ეს ვარჯიში 5 ჯერ.

ვარჯიში № 2. ღრმად ჩაისუნთქეთ, მოაბრუნეთ სხეული მარცნივ. ერთდოულად აღმართეთ მარჯვენა ხელი, მარცხენა გასწიეთ უკან. ამოისუნთქეთ და შეასრულეთ იგივე მოძრაობები მარჯვნივ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5 ჯერ.

ვარჯიში № 2. ჩასუნთქვისას მოუჭირეთ ხელები თავს გვერდებიდან. წელი სწორ მდგოამრეობაშია, ფეხები წინ აწეული. შეჩერდით ამ მდგომარეობაში რამოდენიმე წამი. შემდეგ ამოისუნთქეთ და მოეშვით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5 ჯერ.