როგორ შევიღებოთ თმა ქიმიური საშუალებების გარეშე - ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება!
თმების შეღებვა ქალბატონების უმრავლესობის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი თმა ქიმიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენისგან...
''Fpaparazzi''_ის რედაქცია გიზიარებთ ნატურალურ მეთოდს თმების შესაღებად, რომლის ეფექტიც სულ რაღაც რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა განსხვავებით ქიმიური საღებავებისა, მას არ მოაქვს ზიანი ჩვენი თმისთვის, არამედ პირიქით - ჰმატებს მას სიმყარესა და სიჯანსაღეს.
თმის ნატურალური საღებავები
1. კაკალი ყავისფერი თმისთვის
დანაყეთ 15-20 კაკლის მწვანე კანი და დაასხით მას მდუღარე წყალი (კანი მთლიანად უნდა დაიფაროს მდუღარე წყლით). მიღებული ნარევი დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.
მოიმარჯვეთ საღებავი ფუნჯი, ჩაალბეთ მიღებულ სითხეში და გაინაწილეთ ის მთელ თმაზე თანაბრად. გაიჩერეთ ეს ბუნებრივი საღებავი თმაზე 15-20 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ის წყლით და შემდეგ გაიპრიალეთ ვაშლის ძმრის ნაზავით (გახსენით ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი).
თმის მუქი ფერის მისაღებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კაკლის ნაჭუჭი. დანაყეთ ერთი მუჭა ნაჭუჭი, დაასხით მას 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ სამი დღით. მიღებული ბუნებრივი საღებავი დაიტანეთ თმაზე და მოითმინეთ მის გაშრობამდე.
2. ხახვის კანი ოქროსფერი, მოყავისფრო თმისთვის
მოათავსეთ ქვაბში 1 ჭიქა ხახვის კანი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, აადუღეთ და მიღებული ნარევი დააყოვნეთ 1 საათით. მიღებული სითხე დაიტანეთ მთელ თმაზე თანაბრად და წამოიცვით თავზე პოლიეთილენის პარკი. 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თმა უბრალო წყლით.
3. გვირილა ნათელი თმისთვის
თმის ოდნავ გასაღიავებლად და მისთვის მოოქროსფრო ფერის მისანიჭებლად თქვენ დაგჭირდებათ გვირილა. 100 გ გვირილას ყვავილებს დაასხით 0,5 ლ წყალი. მიღებული ნარევი აადუღეთ და შემდეგ გაფილტრეთ. დაიბანეთ თავი კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ ეს ბუნებრივი საღებავი თმაზე. გაიჩერეთ 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაიპრიალეთ თმა ვაშლის ძმრის ნაზავით.
4. სტაფილო და ჭარხალი კაშკაშა წითელი თმისთვის
აიღეთ ჭარხალი ან სტაფილო (გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მუქი წითელი ფერის მიღება გსურთ), გახეხეთ იგი წვრილ სახეხზე და გამოწურეთ წვენი. თავის დაბანის შემდეგ მიღებული წვენი შეიზილეთ მაქსიმალურად კარგად თმაში და მიეცით მას ოდნავ გაშრობის საშუალება. მას შემდეგ, რაც წვენი ოდნავ გაშრება, გაიმეორეთ ეს პროცედურა ხელმეორედ. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.
თითოეული ზემოთ მოცემული საშუალება ძალზედ ეფექტურია და არ მოაქვს ზიანი ჩვენი თმის ჯანმრთელობისთვის. არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი აღფრთოვანებულები დარჩებიან!