სამზარეულოს ეს პროდუქტი თმას იდეალურად სწორს გახდის. სალონის ეფექტი ხანმოკლე დროში!
გრძელი და სწორი თმა დღესდღეობით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლამაზი სქესის წარმომადგენელთა არც თუ ისე პატარა ნაწილი ხარჯავს უამრავ დროსა და ათასობით ლარს რეგულარულად სილამაზის სალონში თმის დასასწორებლად. ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ სპეციალური საშუალებები, რომლებიც სალონებში კლიენტისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად გამოიყენება, გაჯერებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებით, რაც საზიანოა არა მხოლოდ ჩვენი თმისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც კი.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ ერთი გასაოცარი მეთოდის შესახებ, რომლის დახმარებითაც თქვენ აღარ მოგიწევთ სილამაზის სალონის ვიზიტი თმის დასასწორორებლად და მისთვის დამატებითი ბზინვარების მისანიჭებლად. მოცემული საშუალება 100%-ით ნატურალურია და მისთვის არ არის დამახასიათებელი უკუჩვენებები.
ქოქოსის რძე და ლიმონი იდეალურად სწორი თმისთვის
საჭირო ინგრედიენტები:
ინსტრუქცია:

- 1 ჭიქა ქოქოსის რძე;
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
- 1 ლიმონის წვენი (დაახ. 4 ს.კ.);
- 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი.
ინსტრუქცია:
- თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ თასში და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ კრემის კონსისტენციის წარმოქმნამდე.
- მიღებული ოდნავ ბლანტი მასა კარგად გაინაწილეთ მთელ თმაზე და დაიფარეთ საშხაპე ქუდი ან პოლიეთილენის პარკი.
- შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ ეს საშუალება თმაზე სამოქმედოდ 1 საათით.
- მოცემული დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნისა და კონდენციონერის გამოყენებით.
- თქვენ თმა იდეალურად სწორი იქნება!