მხოლოდ 1 ინგრედიენტი დაგეხმარებათ ჭაღარა თმის მოშორებაში. ეფექტური საშუალებაა!

მხოლოდ 1 ინგრედიენტი დაგეხმარებათ ჭაღარა თმის მოშორებაში. ეფექტური საშუალებაა!
მეთოდი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ თმასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის გადაჭრაში. გარდა იმისა, რომ ამ მეთოდით დაუბრუნებთ თმას პირვანდელ სიჯანსაღესა და ბზინვარებას, ასევე შეძლებთ ჭაღარა თმისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას. კოსმეტიკურ მაღაზიებში თქვენ შეძლებთ ასობით სხვადასხვა საშუალების შეძენას, რომელიც სპეციალურად ამ პრობლემის გადაჭრისთვისაა შექმნილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს საშუალებები მავნე ქიმიურ ნითიერებებს შეიცავს, მათ გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი თმისთვის, ვიდრე სარგებელი.

აი როგორ უნდა მოიქცეთ:

რეცეპტი, რომელსაც დღეს ჩვენ გთავაზობთ, ძალზედ მარტივია. უბრალოდ მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: გათალეთ 5 კარტოფილი და კანი მოათავსეთ წყლით სავსე ქვაბში. მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე და მოითმინეთ 5 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მიეცით ოთახის ტემპერატურაზე გაციების საშუალება. მას შემდეგ, რაც თქვენი ნარევი გაცივდება, გაფილტრეთ იგი და სითხე გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში.

გამოყენება:

დაიბანეთ თავი კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიზილეთ თქვენ მიერ მომზადებული ნარევი თმაში. დაიტოვეთ 5 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი თბილი წყლით (გამოიყენეთ საკუთარი შამპუნი). გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად და რამდენიმე კვირაში შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!