დაუმატეთ 1 წვეთი ეთერზეთი წყალში და დააკვირდით, რა მოუვა თქვენს ფილტვებს!

დაუმატეთ 1 წვეთი ეთერზეთი წყალში და დააკვირდით, რა მოუვა თქვენს ფილტვებს!
მომაბეზრებელი ზამთარის ყინვების შემდეგ ადამიანების უმრავლესობისათვის გაზაფხული მონატრებული შვებაა, ის ხომ ბუნების გაღვიძების პერიოდია. თუმცა გაგიკვირდებათ და არსებობენ ისეთებიც ვინც გაზაფხულის მოახლოვებას შიშით და სიძულვილით ელის. საგაზაფხულო ალერგია სხვადასხვა სახის მცენარეებზე - მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. არსებობს უამრავი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლებიც დაავადების სიმფტომებს ხსნიან. თუმცა სამწუხაროდ ისინი ღვიძლს და თირკმელებს ვნებენ, ასევე საკმაოდ ნეგატიურად აისახებიან კუჭის ფუნქციონირებაზეც.

fpaparazzi გასწავლით ალერგიის პროფილაქტიკის ალტერნატიულ, ნატურალურ საშუალებას. ორეგანოს ეთერზეთი - მას სასწაულების ჩადენა შეუძლია.

ალერგიის პროფილაქტიკა
ალერგიის დროს მტკივნეული მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რეკომენდირებულია სახეზე სამედიცინო ნიღაბის ტარება. ეს სასაცილოდ მარტივი ილეთი მრავალ ადამიანს ეხმარება: აღარ არის საჭირო თავის ტოქსიკური პრეპარატებით მოწამვლა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შენობაში ჰაერის დატენიანება, იქ სადაც დროის ხანგრძლივი პერიოდი იმყოფებით და დაიცავით დიეტა: რაც შეიძლება ნაკლები შაქარი და ხორცი, რადგან ღვიძლი ისედაც ძალიან გადატვირთულია ალერგენების შემოტევის დროს.


ალერგიის მწვავე შეტევებისას რეკომენდირებულია ორეგანოს ეთერზეთის გამოყენება. შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინჰალაცია, თუკი ამის საშუალება გაქვთ: წყალში გახსნილი1 წვეთი ეთერზეთი ემატება ინჰალატორს. ეს საშუალება ახდენს ფილტვების ვენტილაციას, ხსნის ალერგიულ ბრონქოსპაზმს და ხველას, ამსუბუქებს სუნთქვას.

შეგიძლიათ სვათ სამკურნალო ნაყენი ეთერზეთით: ერთ ჭიქა წყალში გახსენით 3 წვეთი თავშავა(ორეგანო) და დალიეთ. მიიღეთ ეს საშუალება 1 ჯერ დღეში 10დღის განმავლობაში, შემდეგ აუცილებელია შესვენება 2 კვირით. ორეგანოს ზეთს ახასიათებს ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებები, დევნის პარაზიტებს ორგანიზმიდან და ამცირებს ალერგიულ პროცესებს.

შეგიძლიათ თავშავას ეთერზეთი ზეითუნის ზეთთან გამოიყენოთ: გახსენით 3 წვეთი ეთერზეთი ნახევარ ჩაის კოვზთან, მოითავსეთ ენის ქვევით. თუკი პირში წვის შეგრძნება წარმოიქმნება, შეგიძლიათ დააყოლოთ მას რძე.

თავშავას ანტიჰისტამინური თვისებები გაოცებას იწვევს! გაფრთხილებთ: ეს ძალიან ძლიერი საშუალებაა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის 12 წლამდე ბავშვების, ორსულების, მეძუძური დედების სამკურნალოდ.
ის უკუჩვენებას იწვევს მათვის, ვისაც აქვს ალერგია სხვა ბალახებზე: პიტნა, სალბი, რეჰანი. უმჯობესია ორეგანოთი მკურნალბის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.