ექიმები გვიყვებიან, თუ როგორ გამოვავლინოთ სიმსივნე საწყის სტადიაზე. ყურადღებით!

ექიმები გვიყვებიან, თუ როგორ გამოვავლინოთ სიმსივნე საწყის სტადიაზე. ყურადღებით!
ონკოლოგები მსოფლიოს მასშტაბით განგაშის სიგნალს გზავნიან: ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი იღუპება ისეთი საშინელი დაავადებისგან, როგორიც სიმსივნეა. ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანების უმრავლესობა დროულად არ მიმართავს სპეციალისტს დახმარებისთვის. სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისგან განკურნების ალბათობა 95%_ით მაღალია.

არსებობს სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც დიდი ალბათობით ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაზე მეტყველებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს ნიშნები აგეღნიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

სიმსივნის გამოვლინება ადრეულ სტადიაზე

1. მუცლის შებერილობა ქალბატონებში.



მუცლის ქვემოთ შებერილობის მუდმივი შეგრძნება დიდი ალბათობით საკვერცხეების სიმსივნეზე მეტყველებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საკვების მიღების დროს სწრაფად გიჩნდებათ ზედმეტად დანაყრების შეგრძნება და გაწუხებთ დისკომფორტის განცდა წელის არეში, მიმართეთ გინეკოლოგს დახმარებისთვის.

2. არარეგულარული სისხლდენა ქალბატონებში.



ერთი წვეთი სისხლიც კი, რომელიც თავს იჩენს მენსტრუაციული პერიოდის ფარგლებს გარეთ ან მენოპაუზის შემდეგ, საგანგაშო მიზეზია იმისა, რომ დროულად მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. ეს სიმპტომი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ონკოლოგიასთან, ასევე სხვა ისეთ სერიოზულ პრობლემებთან, როგორიც ენდომეტრიოზია.

3. მუცლისა და მენჯის არეში განცდილი ტკივილი.



მენჯის მიდამოებში რეგულარულად განცდილი ტკივილის შეგრძნება მეტყველებს საკვერცხეებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის!

4. ქრონიკული ტკივილი წელის არეში მამაკაცებში.



რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს მამაკაცებში თან ახლავს ტკივილის განცდა წელის არეში. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა შეიძლება სულაც სხვა მიზეზით იყოს განპირობებული, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

5. საკვერცხეების ფორმის ცვლილება მამაკაცებში.



საკვერცხეების სიმსივნის საუკეთესო პროფილაქტიკა - რეგულარული თვითგამოკვლევა. აუცილებელია დროგამოშვებით საკვერცხეების ფერის, ფორმისა და ადგილბდემარეობის გაკონტროლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე სახის ცვლილება აგეღნიშნებათ, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის.

6. ქრონიკული ტკივილი პახებისა და ბარძაყების არეში.



ქრონიკული ტკივილი და შეშუპება სხეულის ამ ნაწილებში მეტყველებს საკვერცხეებისა და პროსტატის სიმსივნეზე.

7. მუდმივი ხველება მამაკაცებში და ქალბატონებში.



გაჭიანურებული, დამღლელი ხველება, რომელიც სტანდარტულ მკურნალობას არ ექვემდებარება - საგანგაშო მიზეზი იმსა, რომ დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს. შესაძლებელია ამ შემთხვევაში საქმე არ გვქონდეს ონკოლოგიასთან, თუმცა არც ფილტვების ტუპერკულიოზია სახუმარო საქმე...

8. წონის უცაბედი კლება მამაკაცებსა და ქალბატონებში.



თუ თქვენ მიზნად წონის დაკლება არ გაქვთ დასახული და სრულიად უმიზეზოდ იკლებთ წონას, აუცილებლად გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. ეს ნიშანი დიდი ალბათობით სერიოზულ ჰორმონალურ დარღვევებზე მეტყველებს. წონის უეცარი, უმიზეზო კლება ასევე შეიძლება განპირობებული იყოს ფილტვების, პანკრეასის, კუჭის და საყლაპავი მილის სიმსივნით.

9. მკერდის ფორმის ცვლილება მამაკაცებში და ქალბატონებში.



მკერდის სიმსივნით მხოლოდ ქალბატონები არ ავადდებიან! არც მამაკაცები არიან დაზღვეულები ამ პრობლემისგან, თუმცა მათ შემთხვევაში ეს დაავადება გაცილებით იშვიათად იჩენს თავს. მსოფლიო მოსახლეობის მამაკაცების მხოლოდ 1% იტანჯება მკერდის სიმსივნისგან. ონკოლოგები ამბობენ, რომ მამაკაცებმა არავითარ შემთხვევაში უნდა დააიგნორონ ამ არეში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება და ახალწარმონაქმნი.

10. ცვლილებები ლიმფურ კვანძებში მამაკაცებში და ქალბატონებში.



ლიმფური სისტემა - ჩვენი ორგანიზმის სარკე. უბრალო გაციებამაც კი შეიძლება მიგვიყვანოს ლიმფური კვანძების გაფართოებამდე. იმ შემთხვევაში, თუ შეშუპება რამდენიმე თვეს გრძელდება, აუცილებლად გაიკეთეთ სისხლის ანალიზი.

11. კანის ცვლილებები მამაკაცებში და ქალბატონებში.



კანის სიმსივნე - ყველაზე საშინელი და მომაკვდინებელი დაავადება ავთვისებიან დაავადებეს შორის. რეგულარულად შეიმოწმეთ თანდაყოლილი ლაქები: დააკვირდით მათ ფერის და ზომის ცვლილებას, ფორმას და სისხლჩაქცევებს.. დროულმა დიაგნოსტიკამ შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას!

12. პირის ღრუში მიმდინარე ცვლილებები მამაკაცებში და ქალბატონებში.



ნებისმიერი სახის წყლულები, თეთრი ლაქები და ლორწო პირის ღრუში, რომელიც დიდხანს არ ქრება, დიდი ალბათობით კიბოსწინარე მდგომარეობაზე მიუთითებს.

13. აუხსნელი ქრონიკული დაღლილობა მამაკაცებში და ქალბატონებში.



უმიზეზო ქრონიკული დაღლილობისა და ხასიათის ცვლილება სავსებით შესაძლებელია ლეიკემიაზე მეტყველებს. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს დაახმარებისთვის!

ამ სტატიის მიზანი არა თქვენი შეშინება, არამედ გაფრთხილებაა. იზრუნეთ საკუთარ თავზე და გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!