ეს ხალხური საშუალება მოგაშორებთ დაღლილობასა და ფეხების ოფლიანობას!

ეს ხალხური საშუალება მოგაშორებთ დაღლილობასა და ფეხების ოფლიანობას!
უნივერსალურობისა და კომფორტის შეგრძნება, ასევე ენერგიულობა იქნება თქვენი მეგზური მთელი დღის განმავლობაში. ყველა ჩვენთაგანის სამუშაო დღე სხვადასხვაგვარად გადის, მაგრამ ყველას გვიჩნდება დასვენებისა და მოდუნების სურვილი განსაკუთრებით მაშინ თუკი მთელი დღე ფეხზე დგომა მოგვიწია, ამიტომ ეს ბალახეული ნაკრები დაგეხმარებათ დაღლილობის მოხსნაში და ფეხის ოფლიანობის მოშორებაში.

ინგრედიენტები:
  • მუხა (ფესვი) - 3 ს/კ
  • გოგოსა (ფოთოლი) - 2 ს/კ
  • კორობელა (ყვავილი) 3 ს/კ
  • ავშანი (ფოთოლი) 2 ს/კ
  • 1 ლიტრი წყალი


მცენარეების ამ ნაკრებს დავასხათ ადუღებული წყალი და დავაყენოთ ნახევარი საათით, შემდეგ გავფილტროთ მარლის 2-3 ფენით. ჩაალაგეთ ფეხები თბილ წყალში 15 წუთით.

ფეხების დაღლილობის მოსახსნელად დაგჭირდებათ კონტრასტული აბაზანები, ამისათვის საჭიროა ორი ვედრო წყალი, ცივი და ცხელი. ჯერ ჩავალაგოთ ფეხები ცხელ წყალში 1 წუთით, შემდეგ ცივში 10 წამით, გაიმეორეთ პროცედურა 5-6 ჯერ.
  • შვიტა მინდვრის - 3 ს/კ
  • 1 ლიტრი წყალი

მოხარშეთ ბალახი ადუღებულ წყალში და დააყენეთ ნახევარი საათით, შემდეგ ჩაალაგეთ ქუსლები თბილ წყალში, პერიოდულად მიისხით წყალი წვივებზეც. ასე გააგრძელეთ 20 წუთის განმავლობაში.

ასევე ძალიან სასარგებლოა ძილი, ფეხების სიმაღლეზე დალაგებით (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიში ადიელა ან მუთაქა)