თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბნელი მხარე

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბნელი მხარე
თანავარსკვლავედი, რომლის მფარველობის ქვეშაც ადამიანი იბადება, მას სამუდამო დაღს ასვავს: განსაზღვრავს მიდრეკილებებს, ლტოლვას, ტალანტსა და გატაცებებს. თუმცა დადებითი თვისებების კვალდაკვალ მათ უარყოფითი თვისებებითაც აჯილდოვებს, რომლებიც ხშირად ხდებიან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორები. ჰოროკოპი დაგეხმარებათ გაერკვიოთ თქვენს ბნელ მხარეში და გადალახოთ სისუსტეები.

ვერძი
ვერძებს ხშირად ღალატობს მათი იმპულსურობა. ეს ყველაზე მოუთმენელი ნიშანია ზოდიაქოებს შორის. თუკი ისინი ვერ ახერხებენ ჩაფიქრებულის აღსრულებას, მაშინ ყველას საქმე ცუდადაა! ეს ნაკლი თავად ვერძებსაც უამრავ პრობლემას უქმნის, ამიტომ რაც უფრო მალე მოახერხებენ მისგან განთავისუფლებას მით უკეთესი მათთვის.

კურო
კუროებს გამოარჩევს მესაკუთრეობა და ამაოება. გარდა ამისა, ისინი ძალიან ჯიუტები არიან და იშვიათად აღიარებენ საკუთარ შეცდომებს. თავიანთი ბნელი ნაწილის გადასალახად კუროებმა მოთმინება და თანაგრძნობა უნდა ისწავლონ - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი დაინახონ, რომ სამყარო უფრო ფართოა, ხოლო ხალხი - ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ისინი წარმოიდგენდენ.

ტყუპები
ტყუპების ბნელი მხარე - მათი მერყეობაა. ეს მათ ხელს უშლის ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვონ და მიაღწიონ წარმატებას: ტყუპები ცდილობენ ყველა საქმე აითვისონ, შედეგად კი ვერცერთ მათგან ვერ ართმევენ თავს. ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებსაც. ერთ დავალებაზე კონცენტრაცია, საკუთარ თავში თამამად ჩახედვა და საკუთარ ქცევებზე და სიტყვებზე პასუხისგება -ის არის რაც ტყუპებს ნამდვილად ჰარმონიულ პიროვნებებად აქცევს.

კირჩხიბი
კირჩხიბებს ყოველთვის მეტის სურვილი აქვს. მათ არ იციან საზღვარი, ცდილობენ ცხოვრებისგან უფრო და უფრო მეტი მიიღონ. ეს კი საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ კირჩხიბებს ხელში აღარაფერი რჩებათ. ამ წყევლის მოშორებაში და ნდობის მოხვეჭაში კირჩხიბებს დაეხმარებათ, მიმდინარე მომენტებით ტკბობა და ბედის საჩუქრით გამოწვეული სიხარული.

ლომი
ლომები მომხიბვლელები და კომუნიკაბელურები არიან. თუმცა ზედმეტად. უზომო სიამაყე ლომებს გარშემომყოფებისგან გარიყავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ცხოვრება მაშინ დალაგდება, როდესაც ისინი ქედმაღლობას დაძლევენ და პატივისცემით მიიღებენ სხვა ადამიანების ინდივიდუალურობას. შეწყვეტენ მუდმივ შეჯიბრს მზის ქვეშ საუკეთესო ადგილის დასამკვიდრებლად.

ქალწული
ქალწულებთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ისინი ადამიანების მიმართ ზედმეტად მომთხოვნები და კრიტიკულები არიან. ისინი ხელმძღვანელობენ გონებიც მაშინაც კი როდესაც საჭიროა საკუთარ გულს მოუსმინო. თუკი ქალწული გაიგებს, რომ ნაკლი და სისუსტე ყოველი ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებებია, მოიშორებს იდეალურობისკენ სწრაფვას და დაიწყებს საკუთარი გრძნობების გამოხატვას, მათ ცხოვრებაში ჰარმონიული პერიოდი დაისადგურებს.

სასწორი
სასწორების ბნელი მხარე - მათი მერყეობაა. მანამ სანამ სასწორები ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან, სანამ მოიფიქრებენ როგორ მოიგონ მეტი დრო, ყოველთვის გამოჩნდება ვიმნე უფრო სხარტი, რისკიანი და დაიკავებს მათ კუთვნილ ადგილს. იმისათვის, რომ ცხოვრებამ მუდმივად გვერდზე არ ჩაუაროს სასწორებს ესაჭიროებათ საკუთარ თავში და ძალებში რწმენის მოპოვება - ამის შემდეგ სასწორები შეძლებენ მიაღწიონ ყველაფერს რასაც კი მოისურვებენ.


მორიელი
მორიელებმა არ იციან შეცდომების პატიება, ისინი დაუნდობლები არიან როგორც საკუთარი თავის ასევე სხვების მიმართაც, ადამიანებს ისინი მოუფრთხილებლად ეპყრობიან. საკუთარი ცუდი თვისებების დასაძლევად მორიელებმა მათ გარშემო მყოფებს როგორც მტრებს არ უნდა უყურონ, უნდა ისწავლონ სიცოცხლით ტკბობა და შეეცადონ მოიშორონ ყველანერი ნეგატიური ემოცია.

მშვილდოსანი
უშუალოდ უპასუხისმგებლობა ძლიერ წამლავს მშვილდოსნების სოციალურ, ოჯახურ და პროფესიულ ცხოვრებას. ბნელი მხარეების მოსაშორებლად მათთვის უმჯობესია უფრო სერიოზულად მოეკიდონ ცხოვრებას და სხვა ადამიანების გრძნობებს, ნუ გასცემენ დაპირებებს რომელთა შესრულებაც მათ არ შეუძლიათ.

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უჭირთ ორიენტირება მათვის უჩვეულო გარემოებებში, რადგან მიჩვეულები არიან საკუთარი ცხოვრება წინასწარ დაგეგმონ და ყველაფერი რაც მათ გეგმებს არ შეესაბამება აბნევს მათ. ცხოვრების წინაშე უძლურობის ასარიდებლად, თხის რქებმა იმპროვიზაცია უნდა ისწავლონ, გადაწვეტილებები მიიღონ სწრაფად და შეცვალონ თავიანთი გეგმები ცხოვრების დინების მიხედვით.

მერწყული
მერწყულების ბნელი მხარე - მათი არასტაბილური ემოციური მდგომარეობაა, რომელსაც საქმეების არასტაბილურ მდგომარეობამდე მიგყავთ ისინი. დაბნეულობას იქამდე მიდის, რომ მერწყულები ხელიდან უშვებენ თვითრეალიზაციის საუკეთესო შანსებს, მაშინაც კი როდესაც ბედნიერება თავად ჩაუარდათ ხელში. თუკი მერწყულები ყურადღების მთავარ ამოცანაზე კონცენტრირებას ისწავლიან და თავიანთ ენერგიას სწორი მიმართულებით გამოიყენებენ, ისინი აუცილებლად წარმატებულები იქნებიან.

თევზები
თევზებს უყვართ რეალური პრობლემებისათვის თავის არიდება, ილუზიების სამყაროში გადაშვება და იქიდან ლოდინი, სანამ პრობლემები თავისით არ მოგვარდება. ნათელია, რომ ეს არაფერს კარგს არ მოასწავლებს: წვრილი პრობლემები სერიოზულ სახეს იძენს, მათი გადაწყვეტა კი უფრო რთული ხდება და შედეგად თევზები ან საბოლოოდ იკეტებიან საკუთარ თავში ან დეპრესიაში ვარდებიან. იმისათვის, რომ დატკბენ ცხოვრებით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლება უნდა შეძლონ თამამად ჩახედონ პრობლემას თვალებში - მაშინ მათ კეთილდღეობას ვეღარაფერი აღუდგება წინ.