მან ათქვეფილი კვერცხის ცილა მდუღარე რძეში ჩაასხა. 4 წუთში კი შესანიშნავი შედეგი მიიღო...

მან ათქვეფილი კვერცხის ცილა მდუღარე რძეში ჩაასხა. 4 წუთში კი შესანიშნავი შედეგი მიიღო...
მოსაზრება, რომ გემრიელი დესერტის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, მცდარია. ჩვენ ამას დღეს დაგიმტკიცებთ და შემოგთავაზებთ გემრიელი და ამრტივად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტს, რომელსაც სულ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 20 გრ შაქრის პუდრი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 150 მლ ნაღები
  • 150 მლ რძე
  • 40 გრ შაქარი
  • 1 მწიკვი ვანილი



მომზადება:


  1. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ათქვიფეთ ცილა მარილთან, ნელნელა დაუმატეთ შაქარი.
  2. აადუღეთ რძე და ნაღები შაქართან და ვანილთან, ჩააგდეთ თითო ს.კ. ათქვეფილი ცილა, მოხარშეთ 2 წუთი, შემდეგ გადააბრუნეთ მეორე მხარეს და კიდევ 2 წუთი ხარშეთ.
  3. მზა ცილა გადმოიღეთ საწურზე, გააცივეთ რძის მასა 60 გრადუსამდე.
  4. ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ ნელნელა რძის მასა და კარგად მოურიეთ.
  5. გაათბეთ ნელ ცეცხლზე, სანამ გასქელდება.
  6. გააცივეთ მზა კრემი, ზემოდან დაადეთ ცილები.


მან ათქვეფილი კვერცხის ცილა მდუღარე რძეში ჩაასხა. 4 წუთში კი შესანიშნავი შედეგი მიიღო...

გემრიელად მიირთვით!