ვაშლის ძმარი სახის კანისთვის. დაემშვიდობეთ ეგზემას, გამონაყარს, ნაოჭებს და ლაქებს!

ვაშლის ძმარი სახის კანისთვის. დაემშვიდობეთ ეგზემას, გამონაყარს, ნაოჭებს და ლაქებს!
თანამედროვე კვლევები ამტკიცებს, რომ ვაშლის ძმარი საუკეთესო საშუალებაა ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების განსაკურნებლად.

რატომ არის ვაშლის ძმარი სასარგებლო კანისთვის?
  • ეს პროდუქტი რძემჟავას, ვაშლიმჟავას და ძმარმჟავას წყაროა, რომელთათვის ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებია დამახასიათებელი.
  • ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, რომელიც სწრაფად აღადგენს კანის უჯრედებს.
  • ვაშლის ძმარი გამდიდრებულია კალიუმით, რომელიც გვეხმარება pH_ის რეგულირებაში და ეფექტური საშუალებაა ალერგიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • მდიდარია ღირებული ვიტამინებითა და მინერალებით: პექტინი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი და გოგირდი.
  • ვაშლის ძმარი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, რომელთაც ორგანიზმიდან ეგზემის გამომწვევი ტოქსინები გამოჰყავს.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი ყოველ დილას.

ვაშლის ძმარი გამოდგება არა მხოლოდ ეგზემის დასამარცხებლად, არამედ ის არაჩვეულებრივი საშუალებაა სახის კანის გასაწმენდად და გასაღიავებლად.

გაითვალისწინეთ, რომ კანის მოსავლელად უკეთესია განზავებული ვაშლის ძმრის გამოყენება. ეს უნიკალური პროდუქტი და წყალი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით უნდა აურიოთ. არ დაგავიწყდეთ გამოყენების წინ კანის მგრძნობიარობის შემოწმება ამ პროდუქტის მიმართ. როგორ მოვიქცეთ? დაიტანეთ მცირე რაოდენობით ნარევი ხელის კანზე და დააკვირდით რამდენიმე წუთი...

  • ის შეიცავს ალფა-ჰიდროქსიმჟავებს, რომლებიც გვაშორებს ასაკობრივ ლაქებს სახის კანიდან.
  • ასეთი ნარევი გაცილებით ეფექტურია გამონაყრის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვიდრე სხვა ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები. ის ფლობს ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსულ თვისებებს.
  • ვაშლის ძმირსა და წყლის ნარევი დაგირეგულირებთ pH_ს. თქვენი კანი არც ზემდეტად ცხიმიანი და არც ზედმეტად გამომშრალი იქნება.
  • ამ საშუალების გამოყენებით, თქვენ შეძლებთ თავიდან აირიდოთ ნაოჭების გაჩენა.
  • ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევის რეგულარული გამოყენებით, თქვენ დააჩქარებთ ორგანიზმიდან ტოქსინებისა და წიდების გამოდევნის პროცესს.

ვაშლის ძმრის გამოყენების ალტერნატიული მეთოდები:

''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ 5 მარტივ რეცეპტს ვაშლის ძმრის სამკურნალო მიზნით გამოყენებისთვის.

1. ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ.კ ვაშლის ძმარი;
  • 1 ჭიქა წყალი;
  • 3 ბამბის დისკი;

ინსტრუქცია:

1. აურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი ერთმანეთში მცირე ზომის ჭურჭელში.

2. ბამბის დისკის გამოყენებით დაიტანეთ ნარევი სახის კანზე.

3. ჩაიტარეთ ეს პროცედურა რეგულარულად იქამდე, სანამ სასიამოვნო შედეგს არ იხილავთ.

ყურადღება! იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გამოიყენეთ 1 ჩ.კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალზე.

2. ვაშლის ძმრის აბაზანა

თქვენ დაგჭირდებათ:

  • წყლის აბაზანა;
  • ½ ჭიქა ვაშლის ძმარი;
  • დამატენიანებელი კრემი;

ინსტრუქცია:

1. ჩაამატეთ ძმარი წყალში.

2. ჩაწექით აბაზანაში 15 წუთით.

3. გაიმშრალეთ ტანი უბრალო პირსახოცით.

4. დაიტანეთ კანზე დამატენიანებელი კრემი.

5. გაიმეროეთ ეს პროცედურა იქამდე, სანამ სასიამოვნო შედეგებს არ მიიღებთ.

თუ თქვენ გიყვართ აბაზანაში დიდი ხნით წოლა, მაშინ ჩაამატეთ წყალში მცირე რაოდენობით ქოქოსის ზეთი.

3. სასმელი ვაშლის ძმარი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ ვაშლის ძმარი;
  • 1 ჭიქა წყალი;

ინსტრუქცია:

1. გახსენით 1 ჩ.კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში.

2. მიღებული ნარევი მიირთვით დღეში 2-3-ჯერ, რათა დაამარცხოთ ეგზემა და გაიმყაროთ იმუნური სისტემა.

4. ვაშლის ძმარი და საკვები სოდა

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ.კ ვაშლის ძმარი;
  • ¼ ჩ.კ საკვები სოდა;
  • 1 ჭიქა წყალი;
  • 1 ჩ.კ თაფლი (სურვილისამებრ);

ინსტრუქცია:

1. წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ ვაშლის ძმარი, საკვები სოდა და გულდასმით ურიეთ.

2. მიღებული სასმელი მიიღეთ შინაგანად იქამდე, სანამ ეგზემის კვალი მთლიანად არ გაქრება.

3. სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაამატოთ ნარევში თაფლი.

5. ვაშლის ძმარი და თაფლი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ.კ ვაშლის ძმარი;
  • 1 ჩ.კ თაფლი;
  • 1 ჭიქა წყალი;

ინსტრუქცია:

1. წყლით სავსე ჭიქაში ჩაამატეთ ვაშლის ძმარი, თაფლი და გულდასმით ურიეთ.

2. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამის დროს, იქამდე, სანამ ეგზემის კვალი მთლიანად არ გაქრება.

დამატებითი რჩევები:

  • ვაშლის ძმრის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია ამ პროდუქტზე. ჩაატარეთ პატარა ტესტი: დაიტანეთ მცირე რაოდენობით
  • ვაშლის ძმარი ხელის კანზე და დაელოდეთ 1 წუთი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს კანს რეაქცია არ ექნება, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ვაშლის ძმარი კოსმეტიკური მიზნებისთვის.
  • ყოველთვის განაზავეთ ვაშლის ძმარი წყალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ დამწვრობის მიღების საფრთხის წინაშე იქნებით.
  • არ დაიტანოთ კანზე სუნამო ვაშლის ძმრის გამოყენების შემდეგ.
  • რაც შეიძლება ხშირად დაიტენიანეთ კანი. ეგზემის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სწორედ კანის სიმშრალეა.
  • მოერიდეთ შემდეგ პროდუქტებს: არაქისი, რძე, სოიო, ხორბალი, თევზი და კვერცხი. ეს პროდუქტები ასევე ეგზემის განვითარებას პროვოცირებს.
  • ვაშლის ძმრის გარეგანი გამოყენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დიაბეტი, დამწვრობა ან რაიმე სახის წყლული აგეღნიშნებათ.
  • ვაშლის ძმრის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!

აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!