პირის ღრუს სავლები: რეცეპტი ჯანმრთელი ღრძილებისა და ჯანსაღი სუნთქვისთვის.

პირის ღრუს სავლები: რეცეპტი ჯანმრთელი ღრძილებისა და ჯანსაღი სუნთქვისთვის.
ჯანსაღი სუნთქვა, ჯანმრთელი კბილები და ღრძილები - თავდაჯერებულობისა და წარმატებული ურთიერთობების საწინდარი. პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლა არ გულისხმობს მხოლოდ კბილის პასტისა და ძაფის გამოყენებას...

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან?

არსებობს უამრავი სპეციალური საშუალება, თუმცა მათი ფასიდან გამომდინარე, ეს სავლებები ყველა ადამიანისთვის ხემისაწვდომი არ არის. დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გასწავლით სახლის პირობებში პირის ღრუს საუკეთესო სავლების დამზადებას, რომელიც ჯანსაღი სუნთქვის, ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების საწინდარია. ამისთვის თქვენ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ!



სასარგებლო თვისებები, რომლებიც ამ სავლებისთვისაა დამახასიათებელი: ღრძილების გამაგრება, კბილების გათეთრება, პირის ღრუს დეზინფექცია და სუნთქვის გაჯანსაღება.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ლიმონი;
  • 200 მლ თბილი წყალი;
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი;
  • 1,5 ჩ/კ თაფლი;
  • 0,5 ჩ/კ სოდა;
  • ბოთლი ან სხვა ჭურჭელი, რომელსაც ჰერმეტულად ეფარება თავსახური;

მომზადების წესი:

  1. გამოწურეთ ლიმონი და წვენი ჩაასხით ბოთლში, დაუმატეთ დარიჩინი.
  2. გულდასმით აურიეთ ერთმანეთში სოდა და თაფლი. მიღებული ნარევი გადაიტანეთ ბოთლში, რომელშიც ლიმონის წვენი გაქვთ მოთავსებული.
  3. ჩაასხით თბილი წყალი, ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.


გამოყენებისა და შენახვის წესი:

  • ამ სავლების ყოველი გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ კარგად, რათა დალექილი მასები ერთმანეთს შეერიოს. გამოიყენეთ იგი კბილების გახეხვის შემდეგ.
  • სავლები შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 3 კვირით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს და დაგვიტოვეთ მოსაზრებები კომენტარებში.