უსიამოვნო სუნის მოშორება პირის ღრუდან ნატურალური საშუალების დახმარებით.

უსიამოვნო სუნის მოშორება პირის ღრუდან ნატურალური საშუალების დახმარებით.
თეთრი, ლამაზი კბილები, ჯანმრთელი ღრძილები და სუფთა სუნთქვა - თავდაჯერებულობისა და მაღალი თვითშეფასების საწინდარი. პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლა გულისხმობს არა მხოლოდ კბილის პასტისა და სპეციალური ძაფის გამოყენებას, არამედ სხვადასხვა სპეციალური საშუალებების გამოვლებასაც.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

აფთიაქებში და კოსმეტიკურ მაღაზიებში თქვენ შეძლებთ უამრავი სპეციალური საშუალების შეძენას, რომელიც ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალებები საკმაოდ ძვირი ღირს, ხშირად სასრუველ შედეგს ვერ გვაძლევს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ მოცემული პრობლემის გადასაჭრელად ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი სავლების გამოყენებას.

ინგრედიენტები:
  • 1 ლიმონი;
  • 200 მლ თბილი წყალი;
  • 0,5 ს.კ დარიჩინი;
  • 1,5 ჩ.კ თაფლი;
  • 0,5-1 ჩ.კ სოდა;
  • ბოთლი ან სხვა ჭურჭელი, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური;

ინტრუქცია:

  1. გაწურეთ ლიმონი და წვენი მოათავსეთ ბოთლში. ჩაამატეთ დარიჩინი.
  2. შეურიეთ ერთმანეთში თხევადი თაფლი და სოდა. ჩაამატეთ ბოთლში.
  3. დაასხით თბილი წყალი, დაახურეთ თავსაფარი და კარგად შეანჯღრიეთ.
  4. გამოივლეთ ეს საშუალება პირის ღრუში ყოველ ჯერზე კბილების გამოხეხვის შემდეგ.

მიღებული საშუალება შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 3 კვირით.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!