დაუთმეთ 1 წუთი ამ სტატიას და თქვენ შეიძლება ვიღაცის სიცოცხლე იხსნათ!
ყოველწლიურად ინსულტის შედეგად მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს დაავადება არ ინდობს არც მამაკაცებს, არც ქალბატონებს, არც ხანდაზმულებსა და არც ახალგაზრდებს.
ექიმების თქმით, შესაძლებელია ინსულტის სავალალო შედეგების თავიდან არიდება, თუ ისინი მსხვერპლს უახლოესი 3 საათის განმავლობაში მიუსწრებენ. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია შეტევის სიმპტომების ცოდნა და მისი დროულად ამოცნობა.
როგორ ამოვიცნოთ ინსულტი
1. სთხოვეთ ადამიანს გაღიმება (ის ვერ შეძლებს ამას ან მისი ღიმილი დაგრეხილი იქნება).
2. სთხოვეთ მას მარტივი წინადადების თქმა (მაგალითად: დღეს კარგი ამინდია. მას ძალიან გაუჭირდება ან საერთოდ ვერ წარმოთქვამს ამ სიტყვებს).
3. სთხოვეთ ხელების მაღლა აწევა (ის მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ შეძლებს ამას).
4. სთხოვეთ მას ენის ჩვენება (მას ენა დაგრეხილი ან ამობრუნებული ექნება).
თუ ადამიანს ეს სიმპტომები აღენიშნება, დაუყონებლივ გამოიძახეთ სასწრაფო და მოუყევით მათ ამ სიმპტომების შესახებ, რათა ექიმებმა სპეციალიზირებული ბრიგადა გამოაგზავნონ.
ინსულტი სრულიად მოულოდნელად იჩენს თავს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დროულად შეძლებთ ინსულტის ამოცნობას და იმის გარკვევას, თუ რა ჭირს სინამდვილეში ადამიანს, შეძლებთ მისთვის ფასდაუდებელი დახმარების გაწევას. მთავარია არ მიეცეთ პანიკას, რადგან თქვენზე ასეთ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული!
არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, რათა მათ მომავალში იცოდნენ, თუ როგორ მოიქცნენ მსგავს რთულ სიტუაციაში!