აი რატომ არ შეიძლება უნიტაზის ჩარეცხვა მაშინ, როდესაც თავი აქვს ახდილი!

აი რატომ არ შეიძლება უნიტაზის ჩარეცხვა მაშინ, როდესაც თავი აქვს ახდილი!
ურავლესობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ რახან უნიტაზი სუფთად გამოიყურება ესეიგი ის არანერ საშიშროებას არ წამოადგენს, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ადამიანის თვალი ვერ ხედავს მიკროორგანიზმებს.
უნიტაზი ნაწლავის ჩხირებისა და სტაფილოკოკის შეგროვების ადგილია. ისინი ორგანიზმისთვის საკმაოდ სახიფათონი არიან.
ნაწლავის ჩხირი როგორც წესი ჩვენს ნაწლავებში ცოცხლობს, მან შეიძლება გამოიწვიოს დიარია, საშარდე არხების ინფექცია, პნევმონია ან უფრო უარესი თირკმელის უკმარისობა.
სტაფილოკოკი შესაძლოა ფურინკულების, ცელულიტის, კანზე ლაქების, ინფექციის და ტვინის დაზიანების გამომწვევი მიზეზიც კი შეიძლება იყოს!
მაშ ასე, ყოველთვის როდესაც თქვენ უნიტაზს ჩარეცხავთ, ბაქტერიები იფანტებიან 3 მეტრის რადიუსზე!
ეს ფაქტი მაიკლ როუიმ დაადგინა Discovery Channel-დან.
ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ ხდება ბაქტერიების გაფანტვა წყლი ყოველი ჩაშვების დროს. ყველაფერი რაც რამოდენიმე მეტრის რადიუსში მდებარეობს იფარება ბაქტერიების მსხვილი ფენით, ამით თქვენ ეხმარებით ბაქტერიებს მარტივად აღმოჩნდენ თქვენს სისხლში, თქვენი იმუნური სისტემის გვერდის ავლით.


არადა გამოსავალი ხომ ძალიან მარტივია, უბრალოდ ყოველი ჩარეცხვის წინ ჯერ თავი დააფარეთ უნიტაზს. ამგვარად თქვენ შეძლებთ თავი მაქსიმალურად დაიცვათ.