მადის ამღძვრელი საგაზაფხულო სალათა "ტიტები"
იმისათვის, რომ რაიმე ორიგინალური მოამზადოთ არ არის აუცილებელი ძვირადღირებული პროდუქტების შეძენა ან უამრავი დროის ხარჯვა მათ მოსამზადებლად. საკმარისია ჩართოთ ფანტაზია. თუკი იდეები არ გყოფნით, მაგრამ დიდი სურვილი გაქვთ ახლობლები გახაროთ, მაშნ FPAPARAZZI გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს მსუბუქ, საგაზაფხული სალათას "ტიტები".
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
სურვილის შემთხვევაში პომიდორის შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ, ისე როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ სალათის საბოლოო სახე ტიტების თაიგულს გავდეს.
ინგრედიენტები:
- 5 პომიდორი
- 125გ მაიონეზი
- 50გ მყარი ყველი
- 2 კვერცხი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 კიტრი
- მწვანე ხახვი ან პრასი
- კაკალი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გააკეთეთ პომიდორზე ჯვარედინი ჭრილები, ჩაის კოვზით გამოშიგნეთ.
- მომზადეთ შიგთავსი პომიდვრისთვის: წვრილ სახეხზე გახეეთ ყველი და ორი კარგად მოხარშული კვერცხი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კაკალი. შეაზავეთ მიღებული მასა მაიონეზთან.
- გამოავსეთ პომიდორი მომზადებული ნაკრებით
- დანის წვერით ყველა პომიდორში იმ მხრიდან საედანაც გაჭრილი არ გაქვთ გაუკეთეთ ნახვრეტები. მასში მოათავსეთ ხახვის ღერო ან შეგიძლიათ უბრალოდ ფარშირებული პომიდვრები დაალაგოთ ხახვის ღეროებზე და დაჭილ კიტრზე.
სურვილის შემთხვევაში პომიდორის შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ, ისე როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ სალათის საბოლოო სახე ტიტების თაიგულს გავდეს.