აი რა შეიძლება მოხდეს, თუკი კონტაქტური ლინზებით დაიძინებთ: ადამიანური სიზარმაცის სამწუხარო შედეგები

აი რა შეიძლება მოხდეს, თუკი კონტაქტური ლინზებით დაიძინებთ: ადამიანური სიზარმაცის სამწუხარო შედეგები
კონტაქტურ ლინზებს იყენებს მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს მაშტაბით. მათი ასეთი პოპულარობა სრულიად გამართლებულია!

მხედველობის კორექცია კონტაქტური ლინზებით უფრო უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ისინი უფრო შეესატყვისებიან სამედიცინო ჩვენებებს გარკვეული დეფექტებისას (დიდი სხვაობა თვალების მხედველობას შორის, მაგალითად).ლინზების დახმარებით თავს შეგიძლიათ უფრო აქტიური ცხოვრების წესის უფლება მისცეთ და ისინი სათვალეზე უფრო ესთეტიურადაც გამოიყურებიან.


თვალების ინფექცია
ამ სრულ ფერად სურათს ხშირად აუშნოვებს გართულებები, რომლებიც ხშირად ემართებათ კონტაქტური ლინზების მფლობელებს - ბაქტერია კარატიტი. ეს არის თვალის რქოვანას ანთება, რომელსაც თან ერთვის ცრემლდენა, დაბურვა, ტკივილის სინდრომი და მხედველობის გაუარესება. ხშირად ამ დაავადების მიზეზი ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი ხდება.
აი რა შეიძლება მოხდეს, თუკი კონტაქტური ლინზებით დაიძინებთ: ადამიანური სიზარმაცის სამწუხარო შედეგები


FPAPARAZZI წარმოგიდგენთ ცუდი ჩვევების სიას, რომლებსაც პირდაპირ კერატიტის წარმოქმნამდე მივყავართ.


კერატიტი გარდაუვალია თუკი:
  • შენ იძინებ კონტაქტური ლინზებით. სტატისტიკა არ ტყუის: 44% გამოკითულთაგან, რეგულარულად იყენებს კონტაქტურ ლინკებს ძილის დროს, ეს კი კერატიტის წარმოქმნის რისკს 5-6 ჯერ ზრდის.
  • ოფთალმოლოგები ერთ აზრზე არიან, რომ ლინზები აუცილებელია მოიხსნათ ძილის წინ, მიუხედავად იმისა შეფუთვაზე მითითებულია თუ არა, რომ ამის გაკეთება აუცილებელი არ არის.
  • თქვენ არ ცვლით თავის დროზე ლინზებს, რომელთა მოხმარების ვადა უკვე გასულია.
  • არ ასუფთავებთ ლინზებს მოხსნისთანავე.ეს კი ბაქტერიების განვითარებისთვის საუკეთესო გარემოა. თავის დროზე გაწმინდეთ ლინზები სპეციალური ხსნარით, ის
  • ბაქტერიების 90% გაანადგურებს. სხვათაშორის კონტეინტერის სითხის გამოცვლაც აუცილებელია.
  • რეცხავთ ლინზებს ჩვეულებრივი ონკანის წყლით
  • არ იხსნით ლინზებს აბაზანის მიღებისას ან აუზზე.
  • არ იბანთ ხელებს ლინზების გაკეთების ან მოხსნის წინ.