ყველაზე ეფექტური მათეთრებელი სამზარეულოს ხელსახოცებისთვის

ყველაზე ეფექტური მათეთრებელი სამზარეულოს ხელსახოცებისთვის
სულაც არ წამოადგენს აუცილებლობას ძვირადღირებული მათეთრებლების გამოყენება, თუკი თქვენ წინაშე ჭუჭყიანი, ცხიმიანი სამზარეულოს ხელსახოცების, დასვრილი თეთრი ტანსაცმლის ან ბავშვის მაისურების გარეცხვის ამოცანა დგას. ამისათვის fpaparazzi გასწავლით მარტივ და ძალიან ეფექტურ საშუალებას.

დასვრილი სამზარეულოს ხელსახოცებისთვის და სხვა თეთრი სამოსისთვის ძველი სიქათქათის დასაბრუნებლად, საკმარისია გამოიყენოთ საიმედო ხალხური საშუალება, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდენ. მისი დახმარებით ლაქები ბოლომდე ამოვა ტანსაცმლიდან, ხოლო ფერი უფრო მკვეთრი და ნათელი გახდება.

ეს საშუალება მხოლოდ ორი კომპონენტისგან შედგება:
  • მდოგვის ფხვნილი – 2 სუფრის კოვზის ოდენობით
  • ცხელი წყალი – 1 ლიტრის ოდენობით


მდოგვის ფხვნილს ხსნიან ცხელ წყალში და აცდიან გაზავებას, შემდეგ ფილტრავენ და მიღებულ სითხეში ჭუჭყიან ხელსახოცებს ყრიან. უკეთესი იქნება, თუ ხსნარში ხელსახოცს მთელი ღამით დავტოვებთ, ხოლო დილით ჩვეულებრივად გარეცხავთ. ხელსახოცები თეთრი და დეზინფიცირებული იქნება.

თუკი მდოგვის ფხვნილი არ მოგეპოვებათ, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის ნაჭრის მათეთრებელი, რომელიც წყალბადის ზეჟანგზეა დაფუძნებული.