ფეხის ტკივილისას მაგნიუმის ზეთი გიშველით... მოამზადეთ ის თავად!

ფეხის ტკივილისას მაგნიუმის ზეთი გიშველით... მოამზადეთ ის თავად!
ფეხის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი, თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, გაღიზიანებადობა და ძალების კლება, ყოველისვე ეს მაგნიუმის ნაკლებობის ნიშანია. ამ მინერალის უკმარისობის დროს რეკომენდირებულია მაგნიუმის შემცველი საკვების ან სპეციალური პრეპარატების მიღება.

FPAPARAZZI- წარმოგიდგენთ მაგნიუმის ზედაპირული გამოყენების მეთოდს, ეს ზეთი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და იყიდება როგორც აფთიაქებში ასევე სხვადასხვა საიტებზეც. ჩვენ კი გასწავლით როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ის სახლის პირობებში.


თქვენ დაგჭირდებათ მაგნიუმის ქლორიდი, ის მაგნიუმის სრულიად ნატურალური და უსაფრთხო წყაროა, რაზეც დამყარებულია ამ წამალის უდავო სარგებელი.
მაგნიუმის ზეთი დასამზადებელი ინგრედიეტები:
0,5 ჭიქა გაფილტრული წყალი
0მ5 ჭიქა მაგნიუმის ქლორიდი (ფანტელები ან კრისტალები)
ქვაბი (უჟანგავი რკინის ან ემალის)
სპრეის ბოთლი



მომზადების წესი:
ადუღებულ წყალში დაამატეთ მაგნიუმის ქლორიდის ფანტელები ან კრისტალები. მოხსენით ცეცხლიდან და ურიეთ სრულ გახსნამდე, დაელოდეთ ნაზავის სრულ გაცივებას. შემდეგ კი გადაასხით ის სპრეის ბოთლში და გამოიყენეთ ჯანმრთელობისთვის!

დასაწისისთვის სცადეთ ძილის წინ ტერფებზე შეიშხუროთ მაგნიუმის ზეთი, შემდეგ კი ჩაიცვით წინდები. შესაძლოა გაგიჩნდეთ გახურების და ჩხვლეტების შეგრძნება: რაც უფრო მეტია მაგნიუმის ნაკლებობა ორგანიზმში, მით უფრო ძლიერი იქნება შეგრძნებები.
უმეტესობა მაგნიუმის ზეთის გამოყენებას ძილის წინ ანიჭებს უპირატესობას, რადგან მაგნიუმის დამამშვიდებელი ეფექტი დაძინებაში ეხმარებათ.
თუკი თქვენ ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობის სიმპტომები აღგეღნიშნებათ, მიმართეთ ექიმს. თუმცა მაგნიუმის ზეთი არანერ ზიანს არ მოგიდანთ!