აღმოჩენა, რომელიც უამრავი ადამიანისთვის იმედის მიმცემია. სიმსივნის დამარცხება უკვე შესაძლებელია!

აღმოჩენა, რომელიც უამრავი ადამიანისთვის იმედის მიმცემია. სიმსივნის დამარცხება უკვე შესაძლებელია!
იმუნოთერაპია - სიმსივნის განკურნების ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ეფექთური მეთოდი, რომელსაც ფართოდ გამოიყენებენ ნებისმიერ სტადიაზე. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიძულოს ადამიანის იმუნურ სისტემას დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. თერაპია მოქმედებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე და ზიანი არ მოქავს ჯანმრთელი ქსოვილებისთვის, რის გამოც მკურნალობის ამ მეთოდის გვერდითი მოვლენები მინიმალურამდეა დაყვანილი.

სიმსივნის პირველ და მე-2 სტადიაზე იმუნოთერაპიას გამოიყენებენ, როგორც მკურნალობის დამატებით სახეობას, ხოლო მე-3 და მე-4 სტადიაზე მკურნალობის ეს სახეობა ერთადერთი გამოსავალია.

აღმოჩენა, რომელიც უამრავი ადამიანისთვის იმედის მიმცემია. სიმსივნის დამარცხება უკვე შესაძლებელია!

იმუნოთერაპია ონკოლოგიაში

სამედიცინო მეცნიერება ერთ ადგილას არასდროს დგას. უახლესი ამერიკული კვლევები, რომელთა შედეგები 2016 წლის 14 თებერვალს მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის (АААS) ყოველწლიურ სხდომაზე გასაჯაროვდა, სწორედ ამის მტკიცებულებაა. მეცნიერებმა შეიმუშავეს იმუნოთერაპიის ახალი სახეობა, რომელიც ყველა დღემდე არსებულს მეთოდს თავისი ეფექტურობით აღემატება.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს მე-3 და მე-4 სტადიის ლიმფობლასტური ლეიკოზით, ქრონიკული ლიმფობლასტური ლეიკოზით და არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულმა პაციენტებმა.

კვლევის ობიექტების სისხლიდან ამოიღეს T-ლიმფოციტები. არააქტიური ლენტივირუსის დახმარებით მათ ლიმფოციტის დნმ_ში ჩააშენეს ქიმიური ანტიგენის რეცეპტორის გენი. ეს რეცეპტორი შეიცავს ცილის სასიგნალო დომენს, რომელიც აუცილებელია T-ლიმფოციტის გადარჩენისთვის და ცილას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სიმსივნური უჯრედების რეცეპტორების, რომლებიც თავის მხრივ ფლობს იმუნომასტიმულირებელ და ანტისიმსივნურ თვისებებს.

ახალი უჯრედები შეუყვანეს პაციენტებს ინტრავენურად ერთხელ, იმის გათვალისწინებით, რომ 21 დღის გასვლის შემდეგ, დაუკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში, კვლავ გაემეორებინათ ინექცია. უკვე რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ 29-დან 27 პაციენტის ანალიზების შედეგებში, რომლებიც დაავადებულები იყვნენ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზით, სიმსივნური უჯრედები საერთოდ არ ჩანდა, ხოლო არაჰოჯკინის ლიმფომით შეპყრობილი 30 პაციენტიდან 19 აბსოლიტურად განიკურნა.

მეთოდის უარყოფითი თვისებები: უეცარი შეცივება, ცხელება და არტერიული წნევის შემცირება. შეყვანილი უჯრედების პორციის კორექცირებით მეცნიერებმა უკანასკნელ ექსპერიმენტში ამ გვერდითი მოვლენების თავიდან არიდებაც კი შეძლეს.

ექიმები გენმოდიფიცირებული T-ლიმფოციტების გამოყენებით ცდილობენ ამ მეთოდის გაუმჯობესებას.

სტენტი რიდელი, რომელიც გახლავთ ამ გენიალური მეთოდის ერთ-ერთი ავტორი, აცხადებს: ''სინთეზური ბიოლოგიის, გენური თერაპიისა და უჯრედული ბიოლოგიის კობინაცია წარმოადგენს სიმსივნით შეპყრობილი ადამიანების მკურნალობის სრულიად ახალ სახეობას''.

ეს შესანიშნავი სიახლე უამრავი ადამიანისთვის იმედის მიმცემია. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს!