მან შვრიის ფანტელები დარიჩინს შეურია... ასეთი საუზმე ბევრის ოცნებაა!

მან შვრიის ფანტელები დარიჩინს შეურია... ასეთი საუზმე ბევრის ოცნებაა!
მრავალმა თქვენთაგანმა უკვე იცის, რომ შვრიის საუზმე ეს დღის იდეალური დასაწყისია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ დავატკბოთ თქვენი დილა, FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ შეფასოთ ეს კერძი, რომლის არომატი თქვენს მოხიბვლას ნამდვილად შეძლებს.
თუკი თქვენ შვრიის ფანტელებს დარიჩინსა და კიდევ რამოდენიმე ინგრედიენტს შეურევთ, მიიღებთ უგემრიელეს კერძს, რომელიც თქვენს განებივრებას შეძლებს.
შვრიის ფანტელები დარიჩინით
ინგრედიენტები:
  • 170 გრამი შვრიის ფანტელები
  • 4 სუფრის კოვზი ყავუსფერუ შაქარი
  • 1/2 სურის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/2 სუფრის კოვზი მარილი
  • 1,5 სუფრის კოვზი დარიჩინი
  • 450 მილილიტრი რძე
  • 1 სუფრის კოვზი ვანილის ეკსტრაქტი
  • 2 სუფრის კოვზი მდნარი კარაქი
  • 1კვერცხი

ინგრედიენტები გასაფორმებლად:
  • 4 სუფრის კოვზი მდნარი კარაქი
  • 65 გრამი ყავისფერი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი დარიჩინი
  • 115 გრამი კრემ-ყველი
  • 60 გრამი შაქრის პუდრა
  • 3 სუფრის კოვზი რძე


მომზადება:
  1. შევურიოთ შვრიის ფანტელები, ყავისფერი შქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და დარიჩინი.
  2. ცალკე შევურიოთ რძე, კვერცხი, ვანილის ეკსტრაქტი და მდნარი კარაქი. დაუმატოთ შვრიის ფანტელები და მიღებული მაფასა მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაში.
  3. გამოვაცხოთ 20 წუთი 160 °С ტემპერატურაზე.
  4. პირველი ტკბილი თხევადი სუნელისთვის შევურიოთ მდნარი კარაქი, შაქარი და დარიჩინი. მეორესთვის კი კრემ-ყველი, შაქარის პუდრა და რძე.


ჩვენ ასევე გთავაზობთ ნახოთ ვიდეო, რომელშიც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი.
გაუზიარეთ ეს უგემრიელესი საუზმის რეცეპტი თქვენს მეგობრებს, ასევე დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები.