ხალხური მეთოდები კბილის ტკივილის გასაყუჩებლად

ხალხური მეთოდები კბილის ტკივილის გასაყუჩებლად
  1. კბილის ტკივილის გასაყუჩებლად დაგეხმარებათ ნიორი, ხახვი და მარილი. ეს სამი კომპონენტი იმდენად თანაბარი რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ, დავაწვრილოთ ქაშის ფორმის მასის მიღებამდე, დავიდოთ მტკივან კბილზე - ზევიდან კი ბამბა დავაფაროთ.
  2. ნაძვის ზეთში დავალბოთ ბამბა და დავიდოთ მტკივან კბილზე ან ანთებიან ღრძილზე 10-15 წუთით. 1,5-2 საათის შემდეგ შეგვიძლია გავიმეოროთ პროცედურა.
  3. კბილის ტკივილის დროს დაგვეხმარება ხელის იმ ადგილის მასაჟი სადაც ცერა თითის და საჩვენებელი თითის ძვლები ერთდება. მასაჟი უნდა გაიკეთოთ იმ ხელზე რომლის საწინააღმდეგო მხარეზეც გტკივათ კბილი. მასაჟი უნდა იყოს ინტენსიური, წრიული მოძრაობებით 5-10 წუთის განმავლობაში.
  4. კბილის ტკივილის შემსუბუქება შეუძლია გარკვეული წერილების მასაჟს. მოძებნეთ ჩაღრმავებული წერტილი, რომელიც მდებარეობს ზედა ტუჩის ზევიდან შუა ნაწილში და მასზე ინტენსიური დაწოლით, საჩვენებელი თითით თქვენ ტკივილი შეგიმსუბუქდებათ.
  5. იმისათვის, რომ კბიის ტკივილი შეიმსუბუქოთ დაიდეთ ლოყაზე პირსახოცში გახვეული ყინულის ნაჭერი.
  6. გამოვლება: აიღეთ 5-6 წვეთი იოდი, ერთი ჩაის კოვზი მარილი და გახსენით ერთ ჭიქა წყალში შემდეგ კი გამოივლეთ პირში მტკივან კბილთან.
  7. კარგი დამხმარე შეიძლება აღმოჩნდეს ვალერიანი ნაყენი ან ქაფურის(Camphora) სპირტი. ბამბის ბურთულა დაალბეთ ამ სითხეში და დაიდეთ მტკივან კბილზე, ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.


დარწმუნებული ვარ, ერთი ორი ხალხური მეთოდი თქვენც გექნებათ გაგონილი, კარგი ინქება თუ კომენტარებში მოგვაწვდით მათ!