მერწყულს ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან 15 თვისებით გამოვარჩევდი

მერწყულს ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან 15 თვისებით გამოვარჩევდი
6. მერწყული ობიექტურია



ასეთი თვისების მქონე ადამიანს შეუძლია სიტუაციას წინასწარი ცრუ შეხედულების გარეშე შეხედოს და რეალურად ეფექტური რჩევა მოგვცეს. კამათში ასეთი ადამიანი ბოლომდე საკუთარი აზრის დამცველი არ იქნება, ისინი დაეთანხმებიან იმ აზრს, რომელიც უფრო გონივრული მოეჩვენებათ. 


7. მერწყული - ერთგული მეგობარი და პარტნიორი



მეგობრის არჩევას საფუძვლიანად უდგება, ადამიანებს რთულად უახლოვდება, ამისთვის მას ადამიანის კარგად შესწავლა სჭირდება. თუ თქვენი მეგობარი მერწყულია, იცოდეთ: თქვენ ყველაზე ერთგული ამხანაგი შეიძინეთ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე  თქვენს გვერდით იქნება. 


8. მერწყული - საუკეთესო თანამოსაუბრე



ეს საკმაოდ ადვილი ასახსნელია! ისინი ხომ საკმაოდ ჭკვიანები არიან. ტვინის უჯრედების სტიმულაცია - მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათთვის საუკეთესო ნეტარებაა - ინტელექტუალური საუბარი. 


9. მერწყული - გულკეთილი ადამიანი



მათ არ უყვართ კონფლიქტში ჩარევა, მით უმეტეს კონფლიქტური სიტუაციის შექმნა. ცდილობენ გარშემომყოფების გული მოიგონ, ვერ იტანენ შარს, ნეგატივს და წუწუნს. სურს ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყოს. ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათ ევალებათ. 

10. მერწყულმა იცის, თუ რა სურს...



...და როგორ მიაღწიოს. მათგან კარგი მკვლევარი და საუკეთესო მეცნიერი (მაგ., ასტრონომი და ისტორიკოსი) გამოდის. მათ თანდაყოლილი გემოვნება და ხელოვნების მიმართ ლტოლვა აქვთ, შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, განსაკუთრებით პოეზიაში. მათი მოწოდება შეიძლება იყოს მუსიკა, სოციალური სამსახური ან სწავლება.