როგორ მოვიქცეთ პირველი სექსის შემდეგ?

როგორ მოვიქცეთ პირველი სექსის შემდეგ?
მიუხედავად იმისა, რომ სექსი ძალზედ სასიამოვნო პროცესია, ძალიან ბევრი გოგონა გრძნობს თავს უხერხულად მისით დაკავების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ამას პირველად აკეთებს, ან ახალი პარტნიორი ჰყავს. მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი: დაწყებული მორალიდან (რადგან ქალბატონებისთვის, როგორც წესი სექსი მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვესთან არაა დაკავშირებული), დამთავრებული კომპლექსებით.

რა თქმა უნდა, თუ პარტნიორები უკვე დიდი ხანია, რაც ერთად არიან და შესწავლილი აქვთ ერმანეთის სხეული, მოთხოვნები, სურვილები, მაშინ აღარანაირ კომპლექსებზე და მორალზეა საუბარი, თუმცა როგორ მოვიქცეთ პირველი სექსის შემდეგ?


უმეტეს შემთხვევაში, თუ სექსმა წარმატებით ჩაიარა, როგორც წესი ყოველგვარი უხერხულობის შეგრძნება ქრება, თუმცა, თუ მოვლენები ისე ვერ განვითარდა, როგორც თქვენ გსურდათ (და ასე ძალიან ხშირად ხდება, რადგან პირველი ფიზიკური კონტაქტის დროს პარტნიორები კარგად ვერ ერკვევიან ერთმანეთის სურვილებში), ნუ მიაქცევთ მაინცდამაინც დიდ ყურადღებას და ამ ფაქტის გამო ნუ გადაუსვამთ ხაზს თქვენს ურთიერთობას. დრო და დრო თქვენ უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს, შეიტყობთ ერთმანეთის სურვილების, მოთხოვნების შესახებ და მოვლენებიც გაცილებით უკეთ განვითარდება.

დაიმახსოვრეთ, რომ თუნდაც მამაკაცი დიდი, დაკუნთული და ძლიერი იყოს, იგი პატარა ბავშვივითაა, რომელსაც ზრუნვა, სითბო და ყურადღება ესაჭიროება. ნუ წამოხტებით ლოგინიდან სექსის დამთავრების თანავე - მაქსიმალურად აგრძნობინეთ მას თქვენი სხეულის სითბო და სურნელება.

ნუ შეაწუხებთ მას ისეთი შეკითხვებით, როგორებიცაა: "ჩვენ კიდევ შევხვდებით?", "ისევ დამირეკავ?", "მოგწონვარ?", "მოგეწონა?", "ხომ არ ნანობ მომხდარის შესახებ?". გადადეთ ყველა ეს შეკითხვა მომავლისთვის და უბრალოდ დატკბით საყვარელ ადამიანთან სიახლოვით.


და როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცთან მხოლოდ ერთი ღამისთვის ვწვებით? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ დროს არანაირი ვალდებულებები არ გაგაჩნიათ მის მიმართ, ნუ გააგდებთ ბინიდან აქტის დამთავრების თანავე, ან ნუ გაიქცევით თავად მისგან. ეს უბრალოდ საწყენია, რადგან ამ დროს ადამიანი თავს ძალზედ უხერხულად გრძნობს. ასეთ შემთხვევაში მამაკაცს ჰგონია, რომ იგი საკმარისად კარგი არ იყო ლოგინში, ან თქვენ იგი უბრალოდ გამოიყენეთ და შემდეგ მიაგდეთ. უბრალოდ გამოესაუბრეთ მას და უთხარით, რომ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ეს ურთიერთობა და უკეთესი იქნებოდა, თუ მომავალშიც შეხვდებოდით და განაგრძობდით ურთიერთობას.

ყველანაირ შემთხვევაში, უბრალოდ სცადეთ, რომ დატკბეთ პროცესითა და მიღებული შედეგით. მოიშორეთ თავიდან ყოველგვარი უხერხულობისა და სირცხვილის შეგრძნება. დაიმახსოვრეთ, რომ ამ ცხოვრებაში მთავარია არ დაკარგოთ ადამიანობა და მეობა... დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება...


თუ პირველი აქტის შემდეგ, თქვენ გსურთ გაგრძელება, ხოლო მამაკაცი დგას აივანზე და ეწევა სიგარეტს, უბრალოდ მიეცით მას დასვენების შანსი, ხოლო უკვე 10-15 წუთის შემდეგ მოთხოვეთ მას გამეორება. როგორც წესი, მამაკაცის აღგზნება მეორე ჯერზე გაცილებით რთულია, მაგრამ თუ თქვენ სექსუალური ხართ და მამაკაცით ჯანმრთელია, მაშინ ეს ფაქტი პრობლემას არ წარმოადგენს. უკეთესი იქნება, თუ ამ ჯერზე ჩაატარებთ ექსპერიმენტებს და ცდით რაიმე უფრო ახალს, მაგალითათ მიიღებთ დუშს მასთან ერთად, ან ცდით რაიმე ახალ პოზას. ასეთ შემთხვევაში თქვენც და თქვენი პარტნიორიც გაცილებით უფრო ხარისხიან და ხანგრძლივ სიამოვნებას მიიღებთ.