ქართველი პოლიტიკოსები წლების წინ და ახლა, გასაოცარი სახეცვლილება!!

წლების განმავლობაში იცვლება მოდა, ჩაცმის სტილი და იცვლებიან ადამიანებიც. მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ჩარევით მარტივი გახდა გარეგნობაში ამა თუ იმ ცვლილების შეტანა. წარმოგიდგენთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებმაც წლების მანძილზე გასაოცარი ცვლილება განიცადეს, შეეცვალათ იმიჯი და გარეგნობა.



ეკა ბესელია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია 2011 წლის ოქტომბრიდან „ქართული ოცნების“ წევრია. როგორც ხედავთ მან საგრძნობლად დაიკლო წონაში და შეიცვალა იმიჯი.


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიზნესმენი, მეცენატი და პოლიტიკოსია. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. ასევე არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია რა პლასტიკური ოპერაციების რიგი ჩამონათვალი შესაძლოა ქონდეს გაკეთებული ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ესენია: შუბლის მიმიკური ნაოჭების კორექცია, თვალის გარშემოწერილობის ბოტოქსი, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია, ნიკაპისა და სკულების კორექცია, თმისა და წარბების ტონირება.



ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრია. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. ფოტოზე კარგად ჩანს მისი სახეცვლილება.


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი არის ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2012 წლიდან. ფოტოდან თუ ვიმსჯელებთ თეა
წულუკიანს პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია და წლების წინაც მსგავსი გარეგნობა ჰქონდა.



ანი მიროტაძე
ანი მიროტაძე პროფესიით არის ჟურნალისტი, დღესდღეობით იგი არის პარლამენტის წევრი. ფოტოზე ნათლად ჩანს მისი გარეგნული ცვლილება.

სტატია სრულად

მსგავსი სიახლეები