ყველაზე მოკლე და მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც საკუთარი თავის ამოცნობაში დაგეხმარებათ!

ყველაზე მოკლე და მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც საკუთარი თავის ამოცნობაში დაგეხმარებათ!
''ცხოვრების ბორბალი'', აბ ''ჰარმონიის ბორბალი'' - ყველაზე სწრაფი და მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის ამოცნობაში, თუ რამდენად ბედნიერები და თავდაჯერებულები ვართ ცხოვრების კონკრეტულ სფეროებში. მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი, რათა უკეთ გაერკვეთ საკუთარ ცხოვრებისეულ მიზნებში.

1. გადახატეთ ფურცელზე მსგავსი ბორბალი

2. როგორც ხედავთ ჩვენი ბორბალი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და თითოეული მათგანი ცხოვრების კონკრეტულ სფეროს შეესაბამება. შეაფასეთ საკუთარი თავი 10 ბალიანი სისტემით თითოეულ სფეროში.

ოჯახი და მეგობრები - რამდენად აფასებ ურთიერთობას მეგობრებთან და ახლობლებთან.

ჯანმრთელობა - დაიწერეთ ქულა იმის მიხედვით, თუ რამდენად ჯანმრთელად, ჯანსაღად და მხნედ გრძნობთ თავს.

ფული - დაიწერეთ ქულა თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად.

კარიერა - კარიერული წინსვლა, ან რამდენად წარმატებული ხართ საკუთარ ბიზნესში.

სიყვარული - 0 ქულა - ''რა არის საერთოდ სიყვარული''? 10 ქულა - ''მე თვით ვენერა (აპოლონი) ვარ''.

გართობა და დასვენება - რამდენად მრავალფეროვანია თქვენი ცხოვრება?

სახლი, გარემო - შეაფასეთ თქვენს თავზე არსებული ჭერი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

3. ყოველივე ამის შემდეგ თქვენს მიერ დასმული წერტილები შეართეთ ერთმანეთთან.

4. გაანალიზეთ საკუთარი ''ცხოვრების ბორბალი''.

რაც უფრო მომრგვალებურ წრეს მიიღებთ, მით უფრო ახლოს ხართ ბედნიერებისა და ჰარმონიის განცდასთან, თუმცა თუ თქვენი ნიშნები 10_ს ბევრად ჩამოუვარდება, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრების კონკრეტულ სფეროებში წარმატების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოგიწვთ!