თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ანგელოზებს მიეკუთვნება, თუ დემონებს?

თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ანგელოზებს მიეკუთვნება, თუ დემონებს?
რას იტყვით ამგვარ დახასიათებაზე?

  1. სასწორი

    სასწორი - ყველაზე სუფთა ზოდიაქოს ნიშანია. იგი მომხიბვლელი და სანდოა. სასწორები ანარაირ სიტუაციაში, ნეგატიური ემოციების ზემოქმედების ქვეშაც კი, არ კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე. ეს ნიშანი ხედავს სილამაზეს ყველაფერში და რჩება იმ აზრზე, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, იმისთვის, რომ ვინერვიულოთ წვრილმანებზე.

  2. კურო

    თუ თქვენ ნამდვილი მეგობრის შეძენა გსურთ, მაშინ ღირს ყურადღება შეაჩეროთ კუროებზე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სუფთა გული აქვთ და მათ ხასიათში არ ზის გარშემომყოფებისთვის ზიანის მიყენება. ისინი თავს კარგად გრძნობენ, რადგან მათ გარშემო ყველა ბედნიერია. ასეთი ატმოსფერო კუროებს იმედს აძლევთ, რომ ეს სამყარო არც ისე ცუდია, როგორც ლაპარაკობენ.

  3. თევზები

    თევზები მუდამ თავიანთ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. ისინი ძალიან გულკეთილები არიან, უყვართ ახლობლების მხარში დგომა და ზრუნვა მათზე. თუ სხვები არ პასუხობენ იგივე გრძნობით, ისინი, როგორც წესი, ძლიერ განიცდიან ამას. საბოლოოდ მაინც მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სცხოვრება საკმაოდ მშვენიერია იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციონ ამგვარ რაღაცებს. თევზებს შეუძლიათ პატიება, მაგრამ არასოდეს დაივიწყებენ მათთვის მიყენებულ ზიანს.

  4. მშვილდოსანი

    ეს ნიშანი სიყვარულის სიმბოლოა. არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღის გაცნობილი ხართ თუ მეტის, ისინი შეეცდებიან
    ღიმილი მოგგვარონ და თავი გაგრძნობინონ ძალიან კარგად. მშვილდოსნებისთვის სიყვარული - ძალაა, რომელიც ამოძრავებს სამყაროს. ყველაზე მეტად მათ ეზიზღებათ თვალთმაქცობა, ამიტომ თუ თქვენ ამგვარად მოექცევით, მოემზადეთ მათი მხრიდან ნამდვილი ეშმაკის გამოვლენას. ჯობია ისე მოიქცეთ, როგორც საჭიროა!

  5. მერწყული

    ეს ნამდვილი სიკეთის ნიშანია. იგი მზადაა სახეზე გულწრფელი ღიმილით დაეხმაროს ყველა გარშემომყოფს. მერწყულები, როგორც წესი, იზიდავენ ადამიანებს. მათ უყვართ, როცა ყველას ბედნიერს ხედავენ და რაც მთავარია ამ ბედნიერების მიზეზი თავად არიან. ერთადერთი რაც ეშმაკეულია მათში - ეს არის უზარმაზარი სექს-დრაივი, რასაც ხშირად სამწუხაროდ პრობლემების მოტანაც შეუძლია.

  6. ტყუპები

    ამ ნიშანს შეუძლია იყოს ხან ძალიან კარგი, ხანაც ცუდი. ასეთი ადამიანები გვანან ანგელოზებს, რომლებიც ებრძვბიან შინაგან ეშმაკს. ხან თქვენთვის თავის წაცლას შეეცდებიან, ხან კი წმინდანებივით იქცევიან. ის, რაც ყველას მოწონს ამ ნიშანში, არის მათი დადებითი ენერგია და გადამდები ღიმილი. ბოლოსდაბოლოს ვინ შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას, როცა ისინი ლეკვის თვალებით შემოგცქერიან.

  7. ლომი

    ლომები კეთილები, მეგობრულები და მშვიდები არიან. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს, თუ მათ რაიმეს ავნებთ. ლომებმა იციან, როგორ დაიცვან თავი. ამიტომ, თუ რაიმე ზიანს აყენებს მათ, მოემზადეთ შთამბეჭდავი შურისძიებისთვის. თქვენ ადგილას ყურადღებას დავძაბავდი!

  8. კირჩხიბი

    ეს ნიშანი გახლავთ შედარებით მშვიდი, მაგრამ არსებობს ერთი "მაგრამ!" თუ თქვენ კირჩხიბებს ცუდად მოექცევით, ისინი მაშინვე მხეცებად იქცევიან. ამ დროს გაიგებთ, რა არის ნამდვილი ჯოჯოხეთი. მათ აქვთ თავიანთი აღმაფრენისა და დაცემის პერიოდები. რაც ყველაზე მეტად ეზიზღებათ - ესაა ტყუილი. თუ კირჩხიბი ტყუილში გამოგიჭერთ, ჯობია დაიწყოთ ლოცვა, რადგან მათ არ იციან დანდობა რისხვის დროს.

  9. ქალწული

    ქალწული - ეს არის ნიშანი რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე კარგად განგაწყობთ საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ, თუკი ვინმე გაბედავს გააღვიძოს მასში ცუდი მხარეები, ის ცხოვრების ბოლომდე ინანებს ამას. არ მისცეთ მის მაცდურ გარეგნობას თქვენი მოტყუების საშუალება და არასოდეს იმსჯელოთ ქალწულებზე ზედაპირულად. ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც გეჩვენებათ!

  10. ვერძი

    ეს ნიშანი ნებისმიერი კამპანიის სული და გულია. მიუხედავად იმისა, ვსაუბრობთ თუ არა ღალატზე, ჭორებსა თუ ტყუილზე, მათ შეუძლიათ ამის ჩადენა ისე პროფესიონალურად, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. შემდეგ კი უკვირთ, რატომ ვერ ხვდებიან სამოთხეში.

  11. თხის რქა

    ზოდიაქოს ეს ნიშანი არ ქმნის პრობლემას - ის თავად პრობლემაა. თხის რქას უბრალოდ არ სურს სიკეთის კეთება, რადგან ცუდი საქციელის ჩადენა უფრო საინტერესოა. როგორც ანდაზაშია ნათქვამი: "კარგი გოგონები ზეცაში მიდიან, ხოლო ცუდები - ყველგან." ეს მათი ცხოვრების დევიზია!

  12. მორიელი

    ეს ნიშანი იწვის ისე, თითოს ამ წუთას გამოვიდა ცეცხლიდან. კეთილი საქმეები, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივა არ არის, რადგან მათ პირველ რიგში საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება სურთ. მათ ძლიერი სქესობრივი გატაცებების პორნოვარსკვლავებსაც კი შეშურდებოდათ. ყოველთვის, როცა ხვდებით მორიელს, მზად იყავით ძლიერი ემოციების ამოფრქვევისა და გასაგიჟებელი სიამოვნებისთვის; და, თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობთ, ასე არაა?