სილამაზის რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ 100 პროცენტით საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ

იდეალური ადამიანები არ არსებობენ. თუმცა ქალები ამ ფაქტს ყურს არ უგდებენ და სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან. მაგრამ რა უნდა ქნათ თუ შეხვედრაზე აგვიანებთ და 100%-ით მზად არ ხართ? ეს სილამაზის 17 რჩევა დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურად გამოიყურებოდეთ.

1. ფრჩხილის გათეთრება




ლაქის მიერ გაყვითლებული ფრჩხილების გათეთრებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ.

2. არასასურველი ფერი




საცურაო აუზზე ყოფნის ან ქლორთან ნებისმიერი სახის კონტაქტის შემდეგ შეღებილ თმაზე მწვანე ლაქები ჩნდება. განსაკუთრებით ხშირად ქერად შეღებილ ადამიანებს ემართებათ. სიტუაციის გამოსწორებაში კეტჩუპი დაგეხმარებათ. წაისვით თმაზე კეტჩუპი, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი შამპუნით თავი ჩამოიბანეთ. 

3. სტატიკური ელექტროენერგია




ტანსაცმლის, ცხოველის თმის ან საკუთარი თმის დამუხტვის თავიდან ასაცილებლად პერგამენტის ქაღალდი გამოიყენეთ. 

4. ყალყზე დამდგარი თმები




ახალი თმის ამოსვლა, რა თქმა უნდა, ბუნებრივი პროცესია. თუმცა პატარა თმები გლუვი თმის ვარცხნილობას აფუჭებს. ასეთ ყალყზე დამდგარ თმებს უბრალო ხელის კრემით გაუმკლავდებით. უბრალოდ ცოტაოდენი კრემი თმაზე გადაისვით.

5. კოჟრის სამკურნალოდ




ახალგაჩენილი კოჟრის მოშორებას ადვილად შეძლებთ ნებისმიერი პირის ღრუს სავლების საშუალებით. 

6. ჩაშავებული და შეშუპებული თვალის უპეები




გულძმარვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოაქვს, მასთან ერთად კი თვალის ირგვლივ სიშავე და შეშუპება ქრება. ასე რომ შეგიძლიათ მიიღოთ დღეში ერთხელ, თუმცა არ გადააჭარბოთ და ამ რჩევით ბოროტად არ ისარგებლოთ.