პროფესიონალური ვარცხნილობის 6 წესი პრინცესა ქეითის სტილისტისგან
ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ვარცხნილობაზე დენიელ გელვინ უმცროსი ზრუნავს. მამამისი პრონცესა დიანას პირადი პარიკმახერი იყო, ახლა კი მის საქმეს შვილი აგრძელებს და სამეფო ოჯახთან მუშაობს. დენიელს საკუთარი სალონიც აქვს, სადაც ჩაწერა რამდენიმე თვით ადრე ხდება და ორგანიკული საშუალებების ხაზი OH! OrganicHead აქვს. გაეცანით მის მთავარ საიდუმლოებებს:
დეტოქსი - წარმატების საწინდარი
მნიშვნელოვანი შემთხვევის წინ დაიბანეთ თავი გამწმენდი შამპუნით და გამოიყენეთ თავის კანის სკრაბი. ”ამას ძველ მაგიდას ვადარებ ძველ სახლში, სადაც დიდი ხნის მერე დაბრუნდით. გადაწმინდეთ მტვერი და მაგიდა უწინდებურად გაბრწყინდება. თმა შეიძლება სუფთა იყოს, მაგრამ ფენით დაფარული - სწორედ მას აცილებს გამწმენდი შამპუნი. თმა მომენტალურად მბზინვარე ხდება”. - ამბობს დენიელი.
თავდაპირველად თმის ბოლოები დაივარცხნეთ
დაიწყეთ თმის დავარცხნა ბოლოებიდან, და არა ძირიდან - ამგვარად, თმის მტვრევას არიდებთ თავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, თუ თმა ქარისგან ან რთული ვარცხნილობის მერე აგერიათ.
ყურადღება მიაქციეთ თავის კანის მდგომარეობას
ჯანსაღი თავის კანი = ჯანსაღ თმას. ამიტომ ნუ გამოიყენებთ ღრმა გამწმენდ შამპუნს ძალიან ხშირად: ის კანს აშრობს. აირჩიეთ შამპუნი ნეიტრალური рН ბალანსით - 5,5.
გამოიყენეთ თბილი პირსახოცი
თმის ნიღაბი მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ, შემდეგ შეიხვიეთ თბილი პირსახოცით. სითბო ხელს შეუწყობს აქტიურ ნივთიერებებს თმის სტრუქტურაში უკეთ შეაღწიოს.
ნუ დაივიწყებთ თერმოდაცვაზე
უმჯობესია, გამოიყენოთ ნიღბები, რომლებსაც ჩამორეცხვა არ სჭირდება. წაისვით მთელ სიგრძეზე და მხოლოდ მერე შეუდექით დავარცხნას. თმა მბზინვარე გახდება და ტემპერატურის ცვალებადობა ზემოქმედებას არ მოახდენს.
გამოიყენეთ სწორი თმის საშრობი
უნდა გააკონტროლოთ თმის საშრობის ტემპერატურა, რათა თმა არ დაგიზიანდეთ. უმჯობესია, ცივი ჰაერი გამოიყენოთ და ნუ მიიტანთ თმის ძირებთან ახლოს - ეს ყველაზე სუსტი ადგილია.