ამოირჩიეთ ერთი კარტი და მიიღეთ ცხოვრებისეული რჩევა!

შემოდგომა ყოველთვის მიჩნეული იყო წელიწადის განსაკუთრებულ დროდ. უმეტესობა ჩვენგანი, როგორც წესი, არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. ახლანდელი შემოდგომაც არაა გამონაკლისი. ეს მართლაც ღვთაებრივი ენერგიით აღსავსე პერიოდია!

მნიშვნელოვანია, სწორად გამოვიყენოთ შემოდგომის ენერგია, მაშინ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვსურს. იმისათვის, რომ გაიგოთ რა არის აუცილებელი სასურველის მისაღებად, დააკვირდით ტაროს ამ სამ კარტს და ამოარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.



  1. "კვერთხი"

    ცვლილებები პირდაპირ კარსაა მომდგარი! ნუ შეგეშინდებათ მათი, ისინი უკეთესობისთვისაა, თუნდაც დასაწყისში თქვენ ეჭვი გეპარებოდეთ გადადგმული ნაბიჯის სისწორეში. ნუ მიცემთ უფლებას შიშს შეგაკავოთ, იმოქმედეთ გაბედულად!

    თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფერს თმობს სხვების გამო. ხანდახან ღირს იფიქროთ საკუთარ თავზეც. თქვენ უნდა დააფასოთ თქვენი თავი, რათა მიაღწიოთ ჩანაფიქრს.

  2. "ორი ხმალი"

    ეს კარტი თავად ლაპარაკობს საკუთარ თავზე! მიაქციეთ ყურადღება თქვენს მეორე ნახევარს. თუ თქვენ გყავთ იგი, მეტი დრო გაატარეთ მასთან, სული ჩაბერეთ ერთმანეთს. ერთად თქვენ შეძლებთ ყველაფრის გადალახვასა და უდიდესი ჯილდოების მიღებასაც.

    თუ თქვენ მარტოსული ხართ, კარგად მიიხედ-მოიხედეთ, მომავალი სიურპრიზს გიმზადებთ! იყავით ფრთხილად, რათა არ გამოგეპაროთ ეს შანსი. ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზიც იყოს.

    ახლო მომავალში თქვენ გზაზე გადაეკვეთებით უამრავ ხალხს. გარისკეთ, გადით მათთან კონტაქტზე, გაიჩინეთ ახალი მეგობრები. მათ შორის თქვენ შეხვდებით განსაკუთრებულ ადამიანს, რომელთანაც გაატარებთ მთელ საუკუნეს.

  3. "მონეტების რაინდი"

    თქვენ უნდა მიიღოთ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უკვე დიდი დრო გავიდა ამისათვის. ახლა დადგა სწორედ ის მომენტი, როდესაც ყველაფერი უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ მეტად მრავალმხრივი ადამიანი ხართ, ამიტომ თქვენთვის შეიძლება ეს რთული გასაკეთებელი იყოს. იმისათვის, რომ გაიმარტივოთ დავალება, ამოირჩიეთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთი. თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ!

    ჩვენი რჩევაა - არ დაუგდოთ ყური სხვების აზრს! მოუსმინეთ საკუთარ სულს, ის გიკარნახებთ სწორ არჩევანს. თქვენი სული მეტად მგრძნობიარეა, ის არასოდეს არ უშვებს შეცდომებს. თქვენ მხოლოდ უნდა მუსმინოთ მას ხშირად.