ახთუნგ! გერმანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კბილი, რომელიც 9 მლ წლისაა. მოგვიწევს ისტორიის გადაწერა...

სამეცნიერო წრეებში ადამიანის წარმოშობის ყველაზე გავრცელებული თეორია ამტკიცებს, რომ ყველა ჰომინიდის საერთო სამშობლოა აფრიკა. სრორედ ამ ტერიტორიდან გადასახლდნენ მთელ მსოფლიოში რამდენიმე მილიონი წლის წინ ახლანდელი Homo sapiens -თა წინაპრები.

ამ თეორიას თავისი მოწინააღმდეგენიც ჰყავს. უფრო მეტიც, სულ რამდენიმე დღის წინ აღნიშნულმა ვერსიამ სერიოზული დარტყმა განიცადა. გერმანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ანგარიში გერმანიაში სენსაციური აღმოჩენის შესახებ.



გასული წლის სექტემბერში მდინარე რაინის ძველი კალაპოტი მეცნიერებს ახალი აღმოჩენის მიგნებაში დაეხმარა. სპეციალისტებმა ფსკერიდან ამოღეს რამდენიმე უძველესი კბილი. კვლევებმა აჩვენა, რომ ნეშტის ასაკი უზარმაზარია - 9,7 მილიონი წელი.



აღნიშნულმა ინფორმაციამ აიძულა მეცნიერები კიდევ მრავალჯერ გადაემოწმებინათ მიღებული მონაცემები. საქმე იმაშია, რომ ამგვარად კბილები ჩანს გაცილებით დიდი ასაკის, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი აფრიკული ანალოგი. დამატებითი კვლევებისთვის მეცნიერებს დასჭირდათ მთელი წელი. მხოლოდ ამიტომ გაასაჯაროვეს თავიანთი ეს აღმოჩენა მხოლოდ ახლა.





დღესდღეობით სპეციალისტებს ხელთ აქვთ მხოლოდ ორი კბილი - ეშვი და უკანა ძირითადი - რომლებიც უძველესი ჰომინიდის საკუთრებას წარმოადგენდა. სხვა აღმოჩენებთან ერთად, რომლებიც მიმდინარეობდა ეპელსჰაიმის კომუნასთან ახლოს, ეს მიგნებაც მეცნიერებს საფუძველს აძლევს ეჭვი შეიტანონ აფრიკულ თეორიაში.



მკვლევართა თქმით, აღმოჩენილი კბილების ემალის სტრუქტურა ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ ოდესღაც ეს კბილები იჯდა ერთი ჰომინიდის ყბაში. ოფიციალური მეცნიერების აზრით კი, ადამიანთა წინაპრები 10 მილიონი წლის წინ ჯერ კიდევ არ იყვნენ მიღწეული ევროპამდე.



ზოგიერთი სპეციალისტი მიუთითებს კბილების ძლიერ მსგავსებაზე მსოფლიოში ცნობილი ლუსის ნეშტთან. ამ მდედრი ავსტრალოფითეკის ჩონჩხი აღმოჩენილი იქნა ეთიოპიაში 1970-იან წლებში.

ლუსი გახდა აღნიშნული სახეობის პირველი წარმომადგენელი, რომლის ნეშტიც ხელში ჩაუვარდათ მეცნიერებს. თუმცა იგი ცხოვრობდა მხოლოდ 3,2 მლ წლის წინ.



ეპელსჰაიმის კომუნის დედაქალაქ მაინცის მერმა პრეს-კონფერენციაზე უკვე განაცხადა, რომ მეცნიერების ეს აღმოჩენა გვპირდება ისტორიის გადაწერას. გამართლდება თუ არა მაღალჩინოსანის ეს სიტყვები, დრო გვიჩვენებს.



როგორც ხედავთ, ადამიანის წარმოშობის ისტორიაში დღესაც ბევრი თეთრი ლაქაა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვივარაუდოთ, კიდევ რა სახის აღმოჩენები მოელით მეცნიერებს მომავალში.