მეგაპოლისის ხედით: ექსკლუზიური ფარდები, რომელიც ჩვეულებრივ ბინას პენტჰაუსად გადააქცევს.

მეგაპოლისის ხედით: ექსკლუზიური ფარდები, რომელიც ჩვეულებრივ ბინას პენტჰაუსად გადააქცევს.
უკრაინელი დიზაინერების მიერ შემოთავაზებული HoleRoll-ის ფარდები - მსუბუქი და ხელმისაწვდომი საშუალებაა გადასახლდეთ ნიუ-იორკსა თუ ლონდონში ან უბრალოდ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იხილოთ. საკმარისია ჩამოშალოთ ფარდები და ოთახი მაშინთვე ჩაიძირება ამოუცნობ სამყაროში, ხოლო თქვენს ფანჯრებში განათდება დიდი ქალაქის ხედები ან ვარსკვლავები აციმციმდება.

თუ თქვენი ფანჯრისდან გადაშლილი პეიზაჟი მოგწყინდათ ან თუ მზე ზედმეტად მკვეთრად ანათებს ან თუ უბრალოდ გსურთ თავი პენტჰაუსის მცხოვრებად შეიგრძნოთ რომლის ფანჯრიდანაც მანჰეტენის ხედი იშლება, თქვენი სურვილების ასრულებას HoleRoll-ის ფარდები შეძლებენ.


ასეთი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ნაჭერში სპეციალური ხვრელების წყალობით, რომელშიც სინათლის მოხვედრის შემდეგ განათებული ფანჯრების ან გაბრწყინებული ვარსკვლავების ილუზია იქმნება. თვალისმომჭრელი ქალაქის პეიზაჟების კვალდაკვალ, ფარდები ულამაზეს ჩრდილსაც უზრუნველყოფენ თქვენს ოთახში და ინტერიერის საგნებზე. ღამით HoleRoll- ფარდები უკუეფექტს იძლევა - ამჯერად მეგაპოლისის განათება და ვარსკვლავები ქუჩაში გამვლელებისთვის იქნება ხილული. ერთ ფანჯარაში ისინი ნახავენ მთელს ქალაქს ან მთელს გალაქტიკას მილიარდობით ვარსკვლავით.


ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფარდები დამუშავებულია ანტისტატიკური და მტვერის საწინააღმდეგო ნივთიერებით, ასევე არ გახუნდება მზეზე. ფარდები უკანა მხრიდან პრიალა და თეთრია რაც ასევე უზრუნვეყლობს მზის სხივების არეკვლას. ასევე მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ნიუ-იორკის, ლონდონის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის გამოსახულებას მაღალი დეტალიზაცია აქვს და სრულად ასახავს არსებულ პეიზაჟებს.