რა გელით მომდევნო თვეში? სექტემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2017 წლის სექტემბრის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშანს სიურპრიზებს ჰპირდება. დიდი ცვლილებები გელით. ზოგისთვის ეს ხანგრძლივი იქნება, ზოგი კი პრობლემებში ჩაეფლობა. მოდით გავიგოთ, რას გვიქადიან ვარსკვლავები.

ვერძი

ვერძებს დიდი ალბათობით სამსახურეობრვი ცვლილებები ელით. ან პროფესიას შეიცვლით, ან კარიერაში წაიწევთ წინ. მაგრამ ეს არც თუ ისე კარგად აისახება ტქვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ ეცადეთ, ძალიან არ დაიტვირთოთ თავი და ყველაფერს ნუ განიცდით.

კურო


დადგა დრო, გამოავლინოთ ორგანიზაციული ნიჭი. უნიკალური შანსი გეძლევათ, თქვენი ლიდერული თვისებების დემონსტრირება მოახდინოთ და ერთ მუშტად შეკრათ კოლექტივი. დაგეგმეთ ყოველი ნაბიჯი და შეიმუშავეთ ყველა დეტალი.

ტყუპები

ეს თვე ტყუპებს დეპრესიით დაამახსოვრებათ. ხასიათის ხშირი ცვლილებები გელით. ამისგან შეიძლება გარშემომყოფებიც დაზარალდნენ. დამშვიდდით, დაკავდით მედიტაციით, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და კარგზე იფიქრეთ.

კირჩხიბი


კირჩხიბებისთვის სექტემბერი ფიქრის დროა. წარსულის კირკიტს დაიწყებთ და არარსებული პრობლემების ძიებას. ნაკლებად იფიქრეთ იმაზე, რაც იყო. მოახდინეთ კონცენტრაცია აწმყოზე.

ლომი

ლომებს დიდი საჩუქრები არ ელით. ყველაფერი სტაბილურად იქნება. უბრალოდ დამშვიდდით და დატკბით იმით, რომ პრობლემები არ გაწუხებთ.

ქალწული

ცხელი პერიოდი გელით. დიდი შრომა მოგიწევთ, თავზე დაცემული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, როცა თავს ხელში აიყვანთ და ბედზე წუწუნს შეწყვეტთ.

სასწორი

გააკეთეთ ტაიმ-აუტი. გადადეთ საქმეები და იზრუნეთ სულზე. ემოციური შესვენება გჭირდებათ. დაკავდით ხელოვნებით: ხატვით, ქარგვით, იმით, რაც ყველაზე ძალიან მოგწონთ. გადატვირთვას საჭიროებთ.

მორიელი
პირადი ცხოვრების მწყობის დროდ ადგა. სასიამოვნო გაცნობები გელით. უბრალოდ, ნუ დაჯდებით უმოქმედოდ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. სამსახურეობრივი საქმეებიც თავად ვერ გადაწყდება, გამოიჩინეთ ინიციატივა.

მშვილდოსანი

უფრთხილდით ჭორებს. შესაძლოა არაკეთილმოსურნეებმა ინტრიგები დახლართონ. იყავით ყურადღებით, მტერი ძალიან ახლოს შეიძლება იყოს. პირად ცხოვრებაშიც სიმშვიდე არ გელით. აიტანეთ ყველა გამოცდა ღირსეულა და ბოლოს მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოს.

თხის რქა

სამსახური თავზე საყრელად გექნებათ. კოლეგებისგან დამსახურებულ პატივისცემას მიიღებთ. შემოინახეთ ძალები, რადგან ოქტომბერი კიდევ უფრო დატვირთული იქნება. მიაქციეთ ყურადღება საყვარელ ადამიანებს.

მერწყული

უდარდელობის პერიოდი გელით. ყველა დაწყებული საქმე გამოგივათ, გარშემომყოფებთან შესანიშნავ ურთიერთობას დაამყარებთ. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო მომენტები გელით. მოკლედ, ეს თვე თქვენია!

თევზები


გირჩევთ მაქსიმალურად კონცენტრირდეთ საქმეებზე და ნუ დაფრინავთ ღრუბლებში. თავი ხელში აიყვანეთ, ერთწუთიანი სიამოვნების გამო საქმეებს ნუ გაიფუჭებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ემოციები და გაცნობები გელით.
шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: