მეჭეჭები 1 კვირიდან 10 დღემდე ვადაში უკვალოდ გაქრება. მარტივი და ეფექტურია!

მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული. მეჭეჭი შეიძლება იყოს კანის ფერის, მოყვითალო, რუხი ან ბაცი ნაცრისფერი. მათი დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება ერთ სანტიმეტრს და არის საკმაოდ მკვრივი კონსისტენციის, უსწორმასწორო ზედაპირით.

საბედნიეროდ, მეჭეჭი არაა ჯანმრთელობისთვის საშიში, ის მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა.

მიუხედავად ამისა, მეჭეჭებს შეუძლია გამოიწვიოს სირთულეები, როგორიცაა სისხლდენა. მათი რაოდენობა კანზე შეიძლება იყოს 1-დან 100-მდე და ის იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. არსებობს მეჭეჭების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: კრიოთერაპია (მოყინვა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია. ერთხელ მკურნალობის ჩატარება ხშირად საკმარისია, მაგრამ თუ მეჭეჭების რაოდენობა არც ისე მცირეა, რასაკვირველია, მოგიწევთ განმეორებით რამდენიმე პროცედურის ჩატარება.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ ბუნებრივი, ნატურალური საშუალების შესახებ, რომელიც ეფექტურად უმკლავდება მოცემულ პრობლემას.

ვაშლის ძმარი მეჭეჭების წინააღმდეგ:
  1. ბამბის დისკი დაასველეთ ვაშლის ძმარში და წაისვით დაზიანებულ ადგილზე.
  2. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. გაიმეორეთ მოცემული პროცედურა დღეში მინიმუმ 3-ჯერ.
  4. დაახლოებით 1 კვირაში მეჭეჭი ფერს შეიცვლის, გამუქდება და შემდეგ თავისით მოგძვრებათ.
  5. იმისათვის, რომ მეჭეჭის ადგილზე ნაიარევი არ დაგრჩეთ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი ალოე ვერას რბილობით.

შენიშვნა: გამოიჩინეთ სიფრთხილე ვაშლის ძმრის წასმისას და მაქსიმალურად მოერიდეთ მეჭეჭის გარშემო არსებულ კანის მონაკვეთ, რადგან მოცემული საშუალების ჭარბი სიხშირით გამოყენებამ შეიძლება გამიწვიოს მისი გაღიზიანება.