ტოპ-3 - ქალი-კატასტროფები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტოპ-3 - ქალი-კატასტროფები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ქალური სიბრაზე - ნამდვილი სტიქიური უბედურებაა, ეს ყველასათვის ცნობილია. ამ სამეულის მსხვერპლებმა უმჯობესია, ჟანგბადი და პირველადი დახმარების საშუალებები მოიმარაგონ!

მე-3 ადგილი - სასწორი - გვალვა

ქალი-სასწორები არასოდეს ვარდებიან ისტერიკაში, არ ყვირიან, ფეხებს არ აბაკუნებენ და საგნებს არ ისვრიან. რადგან დარწმუნებული არიან, ეს ამად არ ღირს. იქნებ, გაუგოს და აპატიოს? ან პირიქით, გადააფრქვიოს ზიზღი და განდევნოს ცხოვრებიდან? სანამ სასწორი ამაზე ფიქრობს, მსხვერპლი უწყლოდ ჭკნება ნელნელა, იტანჯება, ილოკავს გამშრალ ტუჩებს და მოუხმობს წვიმას, რომელიც ამ ტანჯვისგან გაათავისუფლებს. ან ფიქრობს, უმჯობესი იყო, თავიდანვე მოვეკალი და წამებისგან ავერიდებინეო.

მე-2 ადგილი - მორიელი - მიწისძვრა

ქალი-მორიელის გაბრაზება - თვითმკვლელობის ტოლფასია, ის არ წვრილმანდება, მყისიერად ანგრევს ყველაფერს. მსხვერპლისგან ნიადაგის გამოცლა - აი ხრიკი, რომელსაც მორიელი იყენებს. მიწისძვრისგან თავს ვერ უშველი, ამიტომ, მსხვერპლმა ეს ყველაფერი თავიდანვე უნდა გაითვალისწინოს, სანამ მას აწყენინებს.

1-ლი ადგილი - მშვილდოსანი - ზვავი

ქალ-მშვილდოსანს არ უყვარს გაბრაზება, რადგან იცის, ვიღაც მწარდე დაშავდება. მისი სიბრაზე მომაკვდინებელია, არადა, ადამიანები უყვარს. აი ასეთი პარადოქსია. ამიტომ, მშვილდოსანი ბრაზდება ისე, როგორც ზვავი ჩამოწვება ხოლმე, სადმე შორს,ადამიანებმა თავის დაცვა რომ მოახერხონ. ამიტომ, თუ ქალი-მშვილდოსანი ხმამაღლა საუბრობს ან აქტიურად ჟესტიკულირებს, გამოიძახეთ მაშველი ვერტმფრენი და სასწრაფოდ გაეცალეთ. და თუ ვერ მოასწარით - საკუთარ თავს დააბრალეთ.