გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, სახსრების ტკივილი და კრუნჩხვები? დამნაშავე ამ მინერალის დეფიციტია!

გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, სახსრების ტკივილი და კრუნჩხვები? დამნაშავე ამ მინერალის დეფიციტია!
მაგნიუმი - ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და საჭირო მინერალი ჩვენი ორგანიზმისთვის, რომლის დეფიციტის დროსაც ჩვენი შინაგანი ორგანოები ვეღარ ახერხებს სრულფასოვნად, გამართულად ფუნქციონირებას. ყოველივე ამის შედეგად თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა.

ქეროლინ დიანი (Carolyn Dean), ავტორი წიგნისა ''Death By Modern Medicine'', მოგვითხრობს თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მაგნიუმს ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქცინორებისთვის და გვასწავლის, თუ როგორ და რა რაოდენობით მივიღოთ ეს მინერალი.

როგორც წესი, მაგნიუმი განიხილება ძვლებისა და გულის მინერალად. სინამდვილეში, ამ მინერალს შეიცავს 300-ზე მეტი ფერმენტი და ის თამაშობს გადამწყვეტ როლს ორგანიზმის დეტოქსიკაციაში და იცავს მას მძიმე მეტალებისგან, ქიმიური ნივთიერებებისგან, ტოქსინებისგან და ა.შ.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, მაგნიუმი აუცილებელია სხვადასხვა ბიოლოგირუი პროცესების წარსამართად:
  • ის მნიშვნელოვანია დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზისთვის;
  • მაგნიუმი წარმოქმნის ენერგიას ორგანიზმში ადენოზინტრიფოსფატის აქტივაციის გზით;
  • ეს მინერალი ააქტიურებს ნერვებსა და კუნთებს;
  • ის გვეხმარება ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების გადამუშავებაში.

არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ეძღვნება მაგნიუმის როლს მეტაბოლიზმის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის, გლუკოზის დონის რეგულაციისთვის და მე-2 ტიპის დიაბეტის პროფილაქტიკისთვის.

ჟურნალ ''American Journal of Clinical Nutrition''-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, საკმარისი რაოდენობით მაგნიუმის მიღების შედეგად კოლორექტალური სიმსივნის განვითარების რისკი საგრძნობლად მცირდება.

ჩვენს დროში ადამიანების უმრავლესობა ვერ იღებს საჭირო რაოდენობით მაგნიუმს კვების რაციონიდან, თუმცა იღებს ჭარბი რაოდენობით კალციუმს, რასაც ხშირად უფრო მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე სარგებელი, რასაც ამ ორ მინერალს შორის დისბალანსი განაპირობებს. ჭარბი რაოდენობით კალციუმსა და მაგნიუმის დეფიციტს ორგანიზმში მივყავართ კუნთების სპაზმებამდე.

კალციუმისა და მაგნიუმის დიეტური წყაროები

რძის პროდუქტები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ძვლების ბულიონი, თხილეული და სხვადასხვა მცენარეების თესლები - არაჩვეულებრივი გზა საკმარისი რაოდენობით კალციუმის მისაღებად.

რაც შეეხება მაგნიუმს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის სამწუხარო ფაქტი, რომ თანამედროვე დიეტებიდან საკმარისი რაოდენობით ამ მინერალის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია: ზღვის წყალმცენარეები, ისპანახი, ავოკადო, მზესუმზირის თესლი, სეზამის მარცვლები და ქლოროფილი, რომელიც შეიცავს მაგნიუმის ატომს. ბოსტნეულის წვენები არაჩვეულებრივი გზაა ამ მინერალის მისაღებად.

ეპსომის მარილიანი აბაზანების მიღება - კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გზა მაგნიუმის მისაღებად. ეპსომის მარილი მდიდარია მაგნიუმით, რომელიც სისხლში კანის გავლით შეიწოვება.

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები

გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიუმის მხოლოდ 1% ნაწილდება სისხლში, არ არსებობს ზუსტი ლაბორატორიული ტესტი, რომელიც ორგანიზმში მაგნიუმის დონის განსაზღვრაში დაგვეხმარებოდა.

მაგნიუმის დეფიციტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება და მადის დაქვეითება.

მაგნიუმის ქრონიკული დეფიციტის დროს შესაძლებელია თავი იჩინოს შემდეგმა სიმპტომებმაც: პიროვნების ცვლილება, გულის ანომალური რიტმი, კორონალური სპაზმები, კრუჩხვები და ა.შ.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ამ მინერალს ჩვენი ორგანიზმისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობას!