ართრიტის, რევმატიზმისა და სახსრების პრობლემების სამკურნალო საუკეთესო საშუალება!

ართრიტის, რევმატიზმისა და სახსრების პრობლემების სამკურნალო საუკეთესო საშუალება!
წიგნის ”ცხოვრება დაავადებების გარეშე” ავტორი, ერნესტ გიუნტერი აქვეყნებს საინტერესო პუბლიკაციას ართრიტის, პოდაგრას, რადიკულიტის, რევმატიზმისა და სხვა სახსრების სხვა ანთებითი მდგომარეობების შესახებ. ავტორი ირწმუნება, რომ ეს საშუალება ძალიან მარტივად მზადდება შინაურ პირობებში და გამოიყენება დაზიანებულ ადგილებზე. აი, რა უნდა გააკეთოთ საამისოდ:

საჭირო ინგრედიენტები:
  • 1 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ. სელის თესლი


მომზადება:

  1. დაალბეთ 1 ს.კ. სელის თესლი 100 მლ წყალში.
  2. დადგით ნელ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთით, სანამ ერთგვარ მასას არ მიიღებთ.
  3. შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ ნარევი.
  4. გარეცხეთ და გახეხეთ კარტოფილი (არ გათალოთ)
  5. დაჭერით წვრილად საშუალო ზომის წითელი ხახვი.
  6. გაცივებულ ნაზავში დაუმატეთ ხახვი და კარტოფილი და კარგად მოურიეთ.
  7. მოაცილეთ ზედმეტი სითხე.


გამოყენება:

  1. დაიდეთ მზა მასა დაავადებულ ადგილზე, დაამაგრეთ მარლით და კარგად შემოიხვიეთ რაიმე ნაჭრით.
  2. გაიჩერეთ კომპრესი მთელი ღამით, მომდევნო დილას დაიბანეთ საპნით.



შენიშვნა: ხახვმა შესაძლოა კანი გააღიზიანოს და სიწითლე გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, გამოიყენეთ საცხი ან ზეითუნის ზეთი, სანამ კომპრესს დაიდებთ.

რეკომენდებულია თევზის ცხიმის მიღება, რომელიც ძალიან ეფექტურად მოქმედებს შიგნიდან, სახსრების დაავადების დროს.

გაიმეორეთ პროცედურა, სანამ შესამჩნევ შედეგს არ მიიღებთ.