საკმევლის ამ თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის! უახლესი კვლევა, რომელმაც მეცნიერები გააოცა

არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც საკმევლის არომატი არ უყვარს? ეს არომატი ჩვენ სიმშვიდის, ჰარმონიულობისა და დაცულობის შეგრძნებას გვანიჭებს. გარდა ამისა, საკმეველი აფერხებს ჰაერში, წყალში და ორგანიზმში მიკრობების ზრდა-გამრავლების პროცესს. რა წარმოადგენს ამ უნიკალური პროდუქტის საიდუმლოს და რატომ აქვს მას ასეთი სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე?



საკმევლის სასარგებლო თვისებები

საკმეველი არის სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად საკმევლის ხის დასერილი ქერქიდან მიიღება. სხვათა შორის, საკმევლის ხე საქართველოშიც გვხვდება - საგარეჯოსა და ვაშლოვანში - ეს სახელწოდებაც, ხალხური გადმოცემით, სწორედ საკმევლის ხეებს უკავშირდება: ვაშლოვანში ყოფილა საკმევლის ხეების ნათელი ტყე. ეს ხე ძალიან ჰგავს ვაშლისას. შორიდან მნახველი საკმევლის ტყეს ვაშლის ბაღად აღიქვამდა, ამიტომაც უწოდეს ამ ადგილს ვაშლოვანი.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამ გასაოცარი არომატის გავლენის შესწავლა ადამიანის ორგანიზმზე. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საკმეველი ერთ-ერთი უძლიერესი იმუნიმასტიმულირებელი საშუალებაა.

როგორც უკვე გითხარით, საკმეველი ანადგურებს ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში ბინადარ მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს, რაც სასარგებლოდ აისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ეს უნიკალური საშუალება გვეხმარება დეპრესიისა და სტრესის დამარცხებაში.

საკმევლის უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სასუნთქი გზებიდან ხვდება, ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. საკმევლის კვამლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გვეხმარება სტრესის, ნერვული გაღიზიანების, პანიკური შემოტევებისა და უძილობის დამარცხებაში.

საკმევლის არომატი აძლიერებს მეხსიერებას, რის შესახებაც შუასაუკუნეებში მოღვაწე სომეხი ექიმი, ამირდოვლად ამაციანი წერდა. დაოსების გადმოცებით, ეს უნიკალური არომატი სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს.

არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: