შავი წერტილების მოსაცილებელი მარტივი და ეფექტური ნიღბების რეცეპტები

შავი წერტილების მოსაცილებელი მარტივი და ეფექტური ნიღბების რეცეპტები
შავი წერტილები უამრავი გოგონასთვის ნაცნობი პრობლემა გახლავთ. ისინი არამხოლოდ გარეგნობას, განწყობასაც აფუჭებენ. თითოეული ადამიანი მათ თავისებურად ებრძვის და იცის, რომ მათი მოცილება იოლი საქმე არ არის. მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ! გთავაზობთ შესანიშნავი ნიღბების რეცეპტებს. მოსინჯეთ ყველა და აუცილებლად იპოვით ისეთს, რომელიც თქვენს სახეს ამ სუიამოვნებას მოაცილებს. მათი მომზადება ძალიან იოლია, მაგრამ ეფექტურობა - უდავო. გამოცდილია!

ცილოვანი
კვერცხის ცილა და 1 ს.კ. შაქარი კარგად ათქვიფეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.

ალოე
ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ 2 ს.კ. ლიმონის წვენი და 2 ს.კ. ალოე ვერას წვენი

სოდა
0,5 ჩ.კ. სოდა შეურიეთ 0,5 კოვზ მარილს, დაამატეთ 1 წვეთი წყალი და შეიზილეთ პრობლემურ ადგილზე.

შვრია
შეურიეთ 0,5 ჩ.კ. სოდა და 1 ს.კ. შვრიის ფანტელი, დაამატეთ 1 ჩ.კ. წყალი და შეიზილეთ პრობლემურ ადგილზე.

კეფირის ნიღაბი
1 ს.კ. დაქუცმაცებულ შვრიის ფანტელს შეურიეთ 0,5 ჩ.კ. სოდა, დაამატეთ ცოტაოდენი კეფირი.

ბორის მჟავა
1 ს.კ. დაფქულ ჰერკულესს დაუმატეთ 3-4 წვეთი ბორის მჟავა და ცოტაოდენი კეფირი.

კოსმეტიკური თიხა
თეთრი ან ცისფერი კოსმეტიკური თიხა ყოველგვარი დანამატის გარეშე გახსენით წყალში.

ბრინჯის ნიღაბი
1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ მთელი ღამით. დილით დაჭყლიტეთ და გამოიყენეთ ნიღბის ან სკრაბის სახით.

ყავის ნიღაბი
შეურიეთ 1 ჩ.კ. დაფქული შვრია, 0,5 კოვზი მარილი, 1 ჩ.კ. ყავის ნალექი, 1 ჩ.კ. დაფქული ლობიო და 0,5 კოვზი არაჟანი.

ბალახის ნიღაბი
გამოიყენეთ გვირილის ან სელის ნახარში - წაისვით ბამბის დისკით პრობლემურ ადგილებზე.