თქვენი სტიქია დაბადების წლის მიხედვით

თქვენი სტიქია დაბადების წლის მიხედვით
ჩინური ასტროლოგიური სისტემის მიხედვით, ყველა ადამიანი 5 სტიქიად იყოფა (ლითონი, წყალი, ცეცხლსი, მიწა, ხე). გაიგეთ, თუ რომელი სტიქია შეესაბამება თქვენი დაბადების წელს.

ყოველ 2 წელიწადში წლის სტიქიის შეცვლა ხდება. ჩინური ასტროლოგიური სისტემა წლებს ყოფ აქტიურზე, ბობოქარზე (იანი) და პასიურ, მშვიდზე (ინი).

ლითონი იანი: 1920, 1930, 1940, 1950, 1960, 1970, 1980, 1990, 2000, 2010, 2020, 2030
ლითონი ინი: 1921, 1931, 1941, 1951, 1961, 1971, 1981, 1991, 2001, 2011, 2021, 2031
წყალი იანი: 1922, 1932, 1942, 1952, 1962, 1972, 1982, 1992, 2002, 2012, 2022, 2032
წყალი ინი: 1923, 1933, 1943, 1953, 1963, 1973, 1983, 1993, 2003, 2013, 2023, 2033
ხე იანი: 1924, 1934, 1944, 1954, 1964, 1974, 1984, 1994, 2004, 2014, 2024, 2034
ხე ინი: 1925, 1935, 1945, 1955, 1965, 1975, 1985, 1995, 2005, 2015, 2025, 2035
ცეცხლი იანი: 1926, 1936, 1946, 1956, 1966, 1976, 1986, 1996, 2006, 2016, 2026, 2036
ცეცხლი ინი: 1927, 1937, 1947, 1957, 1967, 1977, 1987, 1997, 2007, 2017, 2027, 2037
მიწა იანი: 1928, 1938, 1948, 1958, 1968, 1978, 1988, 1998, 2008, 2018, 2028, 2038
მიწა ინი: 1929, 1939, 1949, 1959, 1969, 1979, 1989, 1999, 2009, 2019, 2029, 2039

ხის სტიქია

ხის სტიქიის წარმომადგენლებს გულისხმიერება, სიკეთე და ქმედებების უშუალობა ახასიათებთ. ისინი ოცნებობენ ცხოვრება მოგზაურობებსა და კვლევებს დაუთმონ, და თუკი ამის საშუალება არ აქვთ, უშრეტ ფანტაზიას იყენებენ და ხდებიან კარგი გამომგონებლები და მწერლები. ამგვარად ახდენენ თავიანთი ოცნებების რეალიზაციას. იდეალისტები არიან, აშფოთებთ ეთიკის საკითხები და ადვილად უცრუვდებათ იმედები ადამიანებთან დაკავშირებით.

გარშემომყოფებთან შესანიშნავად ეწყობიან, მათი ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი გადამდებია. პროდუქტიულ თანამშრომლობას ამჯობინებენ ფუჭ საუბრებს.

ხე აღმოსავლეთს მფარველობს; ამ ელემენტის წელიწადის დრო - გაზაფხული, პლანეტა - იუპიტერი, ფერი - მწვანე.

ლითონის სტიქია


რკინა (ლითონი) თავის მფარველობაში მყოფ ადამიანებს შინაგანი ძალით უზრუნველჰყოფს, თუმცა ბედის დარტყმების დროს ვერ ეხმარება. ”რკინის” ადამიანებს თავზე უამრავი ავადმყოფობა ატყდება, გარდა ამისა, ცხოვრების რაღაც პერიოდში სუიციდისკენ მიდრეკილნი არიან. სხვების მართვის ნიჭის მიუხედავად, მათ საკუთარ თავთან ჰარმონია არ გამოსდით.

ლითონის სტიქიის ადამიანები დამოუკიდებლები არიან, მათ ხანდახან სიმარტოვე სჭირდებათ. ემოციების გამოხატვას სისუსტედ მიიჩნევენ, ერთი წუთითაც არ კარგავენ თავის კონტროლს, ამიტომაც ძლიერი გრძნობები მათ ცხოვრებაში ნაკლებადაა.

ლითონი დასავლეთს მფარველობს; ამ ელემენტის წელიწადის დრო - შემოდგომაა, პლანეტა - ვენერა, ფერი - თეთრი.

წყლის სტიქია

წყლის სტიქიის წარმომადგენლებში ბევრი დიპლომატია. ასეთი ადამიანები ისახავენ მიზანს, რომლის მიღწევა ძალზედ რთულია, მაგრამ მაინც ახერხებენ ამას.

მათ კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ, მგრძნობიარეები და კომუნიკაბელურები არიან. გარდა ამისა, ძალიან ნიჭიერებიც, მაგრამ ამ ნიჭის გამოსავლენად მხარდაჭერას საჭიროებენ.

წყალი ჩრდილოეთს მფარველობს; ამ ელემენტის წელიწადის დრო - ზამთარი, პლანეტა - მერკური, ფერი - შავი.

ცეცხლის სტიქია

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ვნებიანობა გამოარჩევს, ისინი მუდამ ემოციების ზენიტში იმყოფებიან და არ იციან, რა არის სიმშვიდე. მოძრავები, ენერგიულები, თავგადასავლების მაძიებელნი, ისინი ადვილად იპყრობენ გულს.

შეუძლიათ მასის აყოლიება, მაგრამ ძალაუფლების გაყოფა არ უყვართ. მათთვის მხოლოდ პირველი ადგილი არსებობს, თუმცა მისკენ ღწვა დიდ ენერგიას ართმევთ. არ მოსწონთ რუხი კარდინალის როლი, მათ ღია ძალაუფლება და აღიარება სჭირდებათ.

ცეცხლი სამხრეთს მფარველობს; ამ ელემენტის წელიწადის დრო - ზაფხული, პლანეტა - მარსი, ფერი - წითელი.


მიწის სტიქია

მიწის სტიქიის წარმომადგენლები ნებისმიერ საკითხს სერიოზულად და საფუძვლიანად უდგებიან. მოთმინების უნარისა და სიფრთხილის გამო იშვიათად უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ეს იმპროვიზაციის საშუალებას არ იძლევა.

ამ მკაცრ დისციპლინას გარშემომყოფებს ახვევენ, რის გამოც ხშირად ისინი არ უყვართ. დაახლოებით მსგავსი ვითარებაა სამსახურშიც - თავად ბეჯითები და შრომისმოყვარეები, სხვებსაც ასევე აიძულებენ მუშაობას.

მიწა ჰორიზონტის არცერთ მხარეს არ მფარველობს, მაგრამ მფარველობს ცენტრს, წელიწადის არცერთი დრო არ ახასიათებს, იცვლის ოთხივეს; მისი პლანეტაა - მარსი, ფერი - წითელი.