ალოე ვერას გამაოგნებელი შესაძლებლობები

ალოე ვერას გამაოგნებელი შესაძლებლობები
არსებობს ისეთი ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც არა მარტო ერთი პრობლემის წინააღმდეგ გამოიყენება, არამედ მთელს ორგანიზმზე იმოქმედებს დადებითად. ეს პროდუქტი ალოე ვერაა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე იყენებენ სამკურნალოდ.

ალბათ ბევრ თქვენგანს უკვე გამოუცდია მისი დადებითი თვისება თმის და კანის სამკურნალოდ. კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიები წლებია იყენებენ ალოე ვერას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება სახლის პირობებშიც ყოველგვარი პროდუქტის ყიდვის გარეშეც.

ალოე შეიცავს 75% პოტენციურად აქტიურ შემადგენლობას : ვიტამინებს, ფერმენტებს, შაქარს, საპონინებს, სილიცილის მჟავებს და ამინომჟავებს

ვიტამინები: A (ბეტა-კაროტინი), C და E. ასევე შეიცავს ვიტამინ B12, ფოლიუმის მჟავას და ქოლინს.

ფერმენტები: ტუტე ფოსფატაზა, კარბოქსიპეპტიდაზა, კატალაზა. ისინი ეხმარებიან კანს ანთებითი პროცესების დამარცხებაში.

მინერალები: კალციუმი, ქრომი, სპილენძი, სელენი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და თუთია.

შაქარი: ალოე არის მონოსაქარიდების და პოლისაქარიდების საოცარი სინთეზი, რაც იძლევა, ენერგიის უწყვეტ წყაროს.

ალოე ვერას სასარგებლო თვისებებია:
  • ალოე ვერა დაგეხმარებათ საკვების მონელებაში
  • ალოე ვერა ამშვიდებს კანს დამწვრობის დროს
  • ალოე ვერა ამცირებს ნაოჭებს
  • ალოე ვერა გამოიყენება, როგორც შამპუნი
  • ალოე ეხმარება დეტოქსიკაციას
  • ალოე ვერა გვეხმარება იმუნიტეტის ამაღლებაში
  • ალოე ვერაკარგია წონის დასაკლებად

ბოლო კვლევების თანახმად, ალოეს სასარგებლო თვისებები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • მეორე ტიპის დიაბეტი
  • აივ ინფექცია
  • კიბოს პრევენცია
  • კოლიტი
  • დერმატიტი

დღევანდელობაში იმუნიტეტის პრობლემა ყველა ადამიანს აწუხებს, რადგან მომრავლდა არაჯანსაღი საკვები და ხშირია ვირუსები, რაც საბოლოოდ აზარალებს იმუნურ სისტემას. ალოე ვერას წვენი შეიცავს პოლისაქარიდებს, რომლებიც ასტიმულირებს იმუნური სისტემის თეთრ უჯრედებს.

ალოე ვერა არის იმუნიტეტის გამაძლიერებელი, რადგანაც ის შეიცავს მაღალი დონის ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან არასტაბილურ ნაერთებს და ეს ყველაფერი ანელებს დაბერების პროცესს.