ჟელატინი სახსრებისთვის: როგორ აღვიდგინოთ ხრტილოვანი ქსოვილები სულ რაღაც 1 კვირაში!

ჟელატინი სახსრებისთვის: როგორ აღვიდგინოთ ხრტილოვანი ქსოვილები სულ რაღაც 1 კვირაში!
სახსრებთან დაკავშირებული პრობლემებისგან არცერთი ადამიანია დაზღვეული: როგორც სპორტსმენები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ნაკლებად აქტიურ სტილს ეწევიან. ეს პრობლემა უამრავ უსიამოვნო მოვლენას უკავშირდება...

საქმე იმაშია, რომ შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილების, მყესებისა და ძვლების ფუძეს კოლაგენი წარმოადგენს, რომლის სინთეზიც ორგანიზმში ასაკთან ერთად კლებულობს. სწორედ ეს ცილა განაპირობებს სახსრებს ელასტიკურობასა და გამძლეობას.

საბედნიეროდ, არსებობს საშუალება, რომელიც ხსნის სახსრების ტკივილს, ამაგრებს ძვლებს და აღადგენს ხრტილოვან ქსოვილებს. ამ საშუალების ეფექტურობა, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში, მრავალჯერაა დამტკიცებული.

ჟელატინი სახსრებისთვის

1. 5 გრამ ჟელატინს დაასხით 100 გრამი ცივი წყალი და დატოვეთ ერთი ღამით. დილით გაფუებულ ჟელატინს დაასხით 100 გრამი თბილი წყალი და მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. შეათბეთ ნარევი იქამდე, სანამ ჟელატინი არ გალღვება, თუმცა არავითარ შემთხვევაში მიიყვანოთ ის დუღილამდე.

მიირთვით ეს სამკურნალო საშუალება უზმოზე, საუზმობამდე ნახევარი საათით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ მისი გემო იმდენად არ მოგწონთ, რომ ვერ სვავთ, ჩაამატეთ მასში ფორთოხლის წვენი.

ჟელატინს გაცილებით კარგად ითვისებს ორგანიზმი, თუ მას C ვიტამინთან ერთად მივირთმევთ, რის გამოც რეკომენდირებულია ამ საშუალებაში ამ ვიტამინის რამდენიმე აბის ჩამატება. ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიირთვათ ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში.

2. შეგიძლიათ მოამზადოთ რძის ჟელე: 2 ჩაის კოვზი ჟელატინი გახსენით 150 გრამ ცივ რძეში და დატოვეთ 1 საათით. სურვილისამებრ, ჩაამატეთ მასში თაფლი ან შაქარი. როდესაც ჟელატინი გაფუვდება, შეათბეთ ის წყლის აბაზანაზე მუდმივი მორევის პირობებში. არავითარ შემთხვევაში მიიყვანოთ ნარევი დუღილამდე! მას შემდეგ, რაც ჟელატინი გალღვება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და მოათავსეთ მაცივარში მომდევნო დილამდე. მიირთვით ეს სამკურნალო საშუალება ყოველდღიურად უზმოზე. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 კვირას.

3. თუ არ გაქვთ რაიმეს მომზადების სურვილი, ჟელატინის კომპრესი არაჩვეულებრივი გამოსავალია! თავდაპირველად ჩაალბეთ დოლბანდი ცხელ წყალში და შემდეგ გაწურეთ. შემოიხვით ის რამდენიმე ფენად. თითოეულ ფენას შორის უნდა მოათავსოთ ჟელატინის ფხვნილი. გაიკეთეთ ეს კომპრესი პრობლემურ სახსარზე, შემოიხვიეთ ზემოდან პოლიეთილენის პარკი და დაიმაგრეთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებით.

ეს კომპრესი უბრალოდ ხსნის ტკივილს და მას არ შესწევს ამ პრობლემის სამუდამოდ გადაჭრის ძალა, თუმცა ამ მეთოდის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი გამოყენება იმ ადამიანებისთვისაც კი შეიძლება, ვისთვისაც ჟელატინი უკუჩვენებითია. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 1 თვეს.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჟელატინით მკურნალობა ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის უკუჩვენებითია. მისი შინაგანად მიღება არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომელებიც კუჭისა და ღვიძლის პრობლემებისგან, შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებისა და ათეროსკლეროზისგან იტანჯებიან.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!