მან შამპუნში საცხობი სოდა ჩაამატა. მიზეზი? უბრალოდ გაოცდებით!

მან შამპუნში საცხობი სოდა ჩაამატა. მიზეზი? უბრალოდ გაოცდებით!
თითოეული ჩვენგანის სახლში მოიპოვება საცხობი სოდა. იცოდით, რომ ის საცორად სასარგებლო ინგრედიენტია ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ეს უნიკალური პროდუქტი მეორენაირად ნატრიუმის ბიკარბონატის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ საცხობი სოდა გარკეული ტიპის მარილია, რომელიც აქტიურდება მაშინ, როდესაც იგი კონტაქტში მჟავასთან შედის. დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გასწავლით ამ პროდუქტის გამოყენების ალტერნატიულ გზებს, რომლებიც სხვადასხვა რთული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

საცხობი სოდის გამოყენების ალტერნატიული გზები

მშრალი კანი

თუ თქვენ მშრალი და ქერცლიანი კანი გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ საცხობი სოდა. აი როგორ უნდა მოიქცეთ: გახსენით მცირე რაოდენობით სოდა წყალში (უნდა მიიღოთ კბილის პასტის მსგავსი კონსისტენცია). მიღებული ნარევით გაიკეთეთ სახის კანის ნიღაბი და გაიჩერეთ 1 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. პირველივე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო შედეგი შესამჩნევი იქნება!

თმის მოვლა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თმა უსიცოცხლოდ გამოიყურება, აუცილებლად გამოიყენეთ რეკომენდაცია, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ. კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს თმას, თუმცა სანერვიულო არაფერია! აი როგორ უნდა მოიქცეთ: შემდეგ ჯერზე შამპუნის გამოყენებამდე ჩაამატეთ მასში მცირე რაოდენობით საცხობი სოდა და გაიქაფეთ თავი ჩვეულებისამებრ. გასაოცარი შედეგები არ დააყოვნებს!

რბილი კანი

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნატურალური ინგრედიენტი კანის დამარბილებლის სახით. აი როგორ უნდა მოიქცეთ: აიღეთ ნახევარი ჭიქა სოდა და ჩაყარეთ ის წყლით სავსე აბაზანაში. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ თქვენი კანი საგრძნობლად რბილი და გლუვი გახდება.

ქუსლების მოვლა

ქუსლები - სხეულის ნაწილი, რომელიც დღის განმავლობაში ყველაზე დიდ დატვირთვას განიცდის. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩვენი ქუსლები ხშირად ზიანდება: კანი გვექერცლება და გვებზარება. აი როგორ უნდა გადაჭრათ ეს პრობლემა: გახსენით თბილ წყალში 3 სუფრის კოვზი საცხობი სოდა და ჩაამატეთ მასში სასურველი ეთერზეთი. მოათავსეთ ამ აბაზანაში ფეხები 30 წუთის განმავლობაში. შედეგით გაოცდებით!

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!