აი რას ამბობენ ადამიანის ბედზე მაჯაზე არსებული ეს ხაზები...
მართალია, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ხელზე მკითხაობა ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს, თუმცა ეს თემა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ჩვენს მკითხველებს შორის. ახლა კი ვნახოთ, თუ რას მოგვითხრობენ მაჯაზე არსებული ხაზები საკუთარი ბედის შესახებ.
1. რაზე მეტყველებს ხაზების რაოდენობა მაჯაზე?
ხაზების რაოდენობა მაჯაზე განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ადამიანების უმრავლესობას აქვს 3 ხაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის მაჯაზე 4 ხაზი შეინიშნება, ეს ნიშნავს, რომ იგი 100 წელს გადააბიჯებს.
2. პირველი, მტევანთან ყველაზე ახლოს მდებარე ხაზი.
თუ პირველი ხაზი მკვეთრი და ღრმაა, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ადამიანი ბრძანდებით. იმ შემთხვევაში, თუ შეიმჩნევა წყვეტილები, ესეიგი არ აქვცევთ საკმარის ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას. უმეტეს შემთხვევაში ასეთ ადამიანებს მავნე ჩვევები ახასიათებთ.
თუ მაჯის პირველი ხაზი თავისი ფორმით ჯაჭვს წააგავს, ხოლო დანარჩენი ხაზები მკვეთრი და სწორია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან რთული ახალგაზდრობა ჰქონდა, ხოლო ცხოვრების სხვა ეტაპები გაცილებით კარგი, ნათელი და ბედნიერი სიახლეებით იქნება დატვირთული.
3. ასევე მიაქციეთ ყურადღება, ამობურცულია თუ არა პირველი ხაზი.
ქალბატონების შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათი ცხოვრების გზა დატვირთულია დაბრკოლებებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით.
მამაკაცების შემთხვევაში, ამობურცული ხაზი შეიძლება მეტყველებდეს პროსტატასთან და რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
4. ახლა კი დააკვირდით მაჯის მეორე ხაზს.
თუ მეორე ხაზი მკვეთრი და ღრმაა, ეს ნიშნავს, რომ კარიერული თვალსაზრისით მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობა გამყარდება.
5. ახლა კი ყურადღებით შევისწავლოთ მესამე ხაზი.
ეს ხაზი დაკავშირებულია თქვენს პროფესიულ მოღვაწეობასთან. თუ მესამე ხაზი სწორი და ღრმაა, ეს ნიშნავს, რომ მომავალში გავლენიანი ფიგურა იქნებით, ასევე შეიძლება იქცეთ ცნობილ ადამიანად.
6. მეოთხე ხაზი.
როგორც უკვე ვახსენეთ, ადამიანების უმრავლესობას მაჯაზე სამი ხაზი აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება მეოთხე ხაზიც, მაშინ არა მხოლოდ ხანგრძლივ სიცოცხლეს, არამედ ცხოვრებაში უდიდესი წარმატებების მიღწევას უნდა ელოდოთ.
7. მხოლოდ ერთი ხაზის არსებობა მაჯაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მაჯაზე მხოლოდ ერთი ხაზი შეინიშნება, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში თქვენში დეპრესია დაისადგურებს და გექნებათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.