პიტნა შაქარზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ: ის, რაც მავნე ტკბილეულს გადაგაჩვევთ

პიტნა შაქარზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ: ის, რაც მავნე ტკბილეულს გადაგაჩვევთ
არავისთვის არ არის საიდუმლოება, რომ შაქარი დამოკიდებულებას იწვევს. მცირე დოზით ტკბილეულის მიღების შემდეგ, თქვენ კვლავ გაგიჩნდებათ მისი მიღების სურვილი...
ნუ დავემალებით სიმართლეს - ჩვენი რედაქციის რამოდენიმე წევრისთვის ორცხობილა და კამფეტები ასევე გახდენ ერთგვარი ნარკოტიკი, მაგრამ დროა ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს! საბედნიეროდ ამ პრობლემის სასიამოვნო და მარტივი გზა არსებობს, მას ცნობილმა ამერიკელმა ნევროლოგმა და ფსიქიატრმა ალან ჰირშმა მიაკვლია.
მაშ ასე, შაქარზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაში ჩვენ ჩვეულებრივი ბაღის პიტნის, ეთერზეთი დაგვეხარება.
უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ მიდრეკილება ტკბილეულისადმი შესაძლებელია შევამციროთ პიტნის დახმარებით. როგორც ჩანს ამ მცენარის არომატი არა მხოლოდ აჯანსაღებს და ამხნევებს, არამედ გამაძღრობის შეგრძნებასაც იძლევა.
როგორ გამოვიყენოთ პიტნა, შაქრის ნარკომანიასთან საბრძოლველად? - მეცნიერები გვირჩევენ გავიკეთოთ ინჰალაცია პიტნის ეთერზეთით (10 წვეთი თითო აბაზანაზე). ასევე გვირჩევენ უბრალოდ ვატაროთ პიტნის ეთერზეთი ქილით და პერიოდულად ჩავისუნთქოთ არომატი, განსაკუთრებით მაშინ, რომდესაც "შაქრის მიღების სურვილი გაგიჩნდებათ"
ხოლო თუკი თქვენ შეურევთ 2 წევეთ ქოქოსის ზეთს 2 წვეთ პიტნის ეთერზეთთან და ყოველ დილით ამ ნაზავს მაჯის შიდა ნაწილზე წაისმევთ, მალევე აღმოაჩენთ, რომ მარტივად შეგიძლიათ ტკბილეულის გარეშე ცხოვრებაც.
ტკბილეული ნეტარებაა, მაგრამ უმჯობესია სამუდამოდ დავივიწყოთ ის ან გამოვიყენოთ მინიმალური ოდენობით. დაგვიჯერეთ თქვენი ორგანიზმი თქვენ მადლობას გეტყვით.