შაქრის დეტოქსი 3 დღეში: როგორ გავხდეთ და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა

შაქრის დეტოქსი 3 დღეში: როგორ გავხდეთ და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა
ცოტამ თუ იცის, რომ შაქარი 8 ჯერ უფრო ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს ვიდრე კოკაინი! თუკი ორგანიზმში შაქრის მაღალი შემცველობა წარმოიქმნება, თავს იჩენს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობა.

იმისათვის, რომ უსიამოვნო შეგრძნებები და ტკბილეულისადმი მიდრეკილება დავივიწყოთ საჭიროა დეტოქს დიეტის დაცვა. თადაპირველი გაწმენდისათვის საკმარისია ჩვენს მიერ შემოთავაზებული წესები 3 დღე დაიცვათ.

ამ დიეტით თქვენ არ მოგიწევთ შიმშილობა. ერთადერთი რისი გამორიცხვაც კვების რაციონიდან იქნება საჭირო, ეს შაქარის დიდი შემცველობის მქონე პროდუქტებია.

დეტოქსიკაცია სახლის პირობებში:
დღე 1
საუზმე: შვრიის ფაფა კენკრით
სამხარი: 120გრ თხილეული
სადილი:მოხარშული ქათმის გულმკერდი ბოსტნეულით
ვახშამი: შემწვარი თევზი ბოსტნეულით

დღე 2
საუზმე: შვრიის ფაფა ნუშით
სამხარი: 120 გრ თხილეული
სადილი: ბოსტნეულის რაგუ (ყაბაყი, ფერადი კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი)
ვახშამი: შემწვარი თევზი ბოსტნეულით

დღე 3
საუზმე: 3 კვერცხის ომლეტი ბოსტნეულით
სამხარი: 120გრ თხილეული
სადილი: ქურაში გამომცხვარი ქათამი ხახვით, ბექონდარათი და ზეთისხილით
ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ სოკოთი


დეტოქს სასმელები
დეტოქს-წყალი: წვრილად დაჭერით და შემდეგ დაამატეთ წყალში ხილი და პიტნის ნედლი ფოთლები. შეინახეთ ეს სასმელი მაცივარში და გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალის მაგივრად.
ჩაი: სვით ბალახეული ან მწვანე ჩაი, მაგრამ შაქრის გარეშე
ყავა: სვით უშაქრო ყავა, არაუმეტეს 1 ფინჯანისა დღეში


ნუ იფიქრებთ, რომ ტკბილეულზე უარის თქმით თქვენ მხოლოდ თავს მოაკლებთ სიამოვნებას. ამ დიეტის დროს ნებადართულია ხილის ჭამა, ოღონდ უნდა მოითმინოთ 1-2 საათი სხვა პროდუქტების მირთმევის შემდეგ. შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ მიირთვათ ნამდვილი შავი შოკოლადი და კანფეტები ორგანული ინგრედიენტებისგან.

ეს სამ დღიანი მენიუ გარანტიას იძლევა, რომ გაწმენდს თქვენს ორგანიზმს მოჭარბებული შაქრისგან! ამ წესების დაცვით თქვენ პირველ და დიდ ნაბიჯს გადადგავთ ცხოვრების ჯანმრთელი წესის დაცვისკენ.