მარიამ საჯაიას ცეკვა "ქართული" "ბრავოს" სცენაზე
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში შოუ "ბრავო"-ს მორიგი საკონკურსო ტური გაიმართა. მომღერალ გიორგი ბერიძის ლობისტმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა მარიამ საჯაიამ სცენაზე ცეკვა "ქართული" შეასრულა. საგულისხმოა, რომ მეორე ლობისტი, გოგა ხაჩიძე ტელეკომპანიის გენ.დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, გადაცემიდან "ნიჭიერის" ახალი აღმოჩენის, ამალია ჯიბლაძის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო "მოხსნეს". ამიტომ გიორგი ბერიძე მარიამ საჯაიას იმედად დარჩა. ახალგაზრდა, მომხიბვლელი პარლამენტარის შესრულებამ ჟიურის წევრების: ხათუნა გოგორიშვილის, გიორგი მოსიძისა და გეგა ფალავანდიშვილის მხრიდან სახალისო შეფასებები დაიმსახურა.