3 შვილის დედამ წონაში 70 კილოგრამი დაიკლო, რათა დამგვანებოდა ანჯელინა ჯოლის.

3 შვილის დედამ წონაში 70 კილოგრამი დაიკლო, რათა დამგვანებოდა ანჯელინა ჯოლის.
26 წლის კრისტინა სტეგე სამი შვილის დედაა. კანფეტების, შოკოლადისა და ნაყინის განუსაზღვრელმა სიყვარულმა ქალბატონი ჭარბწონიანობამდე მიიყვანა და რამდენიმე ათეული კილოგრამის მომატების შემდეგ მისი საბოლოო წონა 140 კილოგრამს შეადგენდა. ერთ მშვენიერ დღეს კრისტინამ სრულიად უცხო ადამიანისგან კომპლიმენტი მიიღო, რომ იგი ძალიან ჰგავდა ჰოლივუდელ ლამაზმანს, ანჯელინა ჯოლის, რაც ქალბატონისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

3 შვილის დედამ წონაში 70 კილოგრამი დაიკლო, რათა დამგვანებოდა ანჯელინა ჯოლის.

2010 წლის აპრილის თვეში კრისტინა გაწევრიანდა სპეციალურ კლუბში და უკვე აგვისტოს თვისკენ 70 კილოგრამი დაიკლო წონაში. დღესდღეობით სამი შვილის დედა არაჩვეულებრივ ფორმაშია!




''ერთ მშვენიერ დღეს სრულიად უცხო ქალბატონმა მითხრა, რომ ძალიან ვგავდი ჰოლივუდელ ლამაზმანს. მისი თქმით, ერთნაირი ტუჩები და სახის ნაკვთები გვქონდა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია და სწორედ ეს ფაქტი იქცა ჩემი გახდომის შთაგონების წყაროდ''.



კრისტინას გახდომის პროგრამა მოიცავდა კალორაჟის სამჯერ შემცირებას და ყოველდღიურ გასეირნებას ძაღლთან ერთად 5,5 კილომეტრის დისტანციაზე.